2021 წელს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1,518,445 ლარიდან 1,500,013 ლარი (99%) შრომის ანაზღაურებაში დახარჯა – აცხადებს “ფლანგვის დეტექტორი”.
მათივე მონაცემებით, საერთო ჯამში 2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობის აპარატმა და ხუთმა სამინისტრომ ბიუჯეტი 70% ხელფასებში დახარჯეს.
იმავე წლებში მთავრობის აპარატსა და სამინისტროებს საშუალოდ 26 მანქანა ემსახურებოდა, რომელთა საწვავის ხარჯმა 513,200 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა მინისტრი ირაკლი კობახიძის სიძე – დავით ფაცაციაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 138,243 ლარის ხელფასი აიღო.
ხოლო კულტურის მინისტრი ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ყოფილი ჟურნალისტი ეკა ხოფერიაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 143,450 ლარის ხელფასი აიღო.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალურად 263,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.
კომენტარები