• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზეთიდან დევნილი დემნა გვასალია განა არ არის პროვოკატორი?” – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:25 10-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,090

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

იმდენად ღრმად ვიყავი ჩართული 80-იანი წლების მეორე ნახევრის ( ეროვნული მოძრაობის დასაწყისი) და 90-იანი წლებისა და შემდგომი პერიოდის ქვეყნის ცხოვრებაში, რომ ყველაფერმა ჩემს თვალწინ ჩაიარა და ხშირ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობითაც. ბევრი რამ მახსოვს და ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ კარგი იყო და კიდევ უფრო მეტი ცუდი.
ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს, ისევე როგორც მე, მაქვს საკუთარი წარმოდგენა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. მეც გამიჩნდებოდა სურვილი გამომეთქვა საკუთარი აზრი, თუ ამ მოვლენების შესახებ წიგნს დაწერდა ვინმე ან ფილმს გადაიღებდა. ჩემმა ოჯახმაც რუსეთის ოკუპაციის შემდეგ დატოვა აფხაზეთი და ამ ტრაგედიის გააზრებაში პირადი განცდებიც შეიძლება თამაშობდეს როლს, ისევე როგორ იმ ასი ათასობით ადამიანში, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი მიწა-წყლის დატოვება.
ახლა ფილმზე. მეც ვიყავი მიწვეული, მაგრამ ვერ მოვახერხე მისვლა, რადგან პარლამენტის სხდომას დაემთხვა. შეიძლება კარგიცაა, რომ ჯერ-ჯერობით არ მინახავს ეს ფილმი. რა თქმა უნდა, ვნახავ აუცილებლად, მაგრამ არა ახლა, კარგა ხნის მერე. არ მინდა, მეც ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩეს, როგორც მასზე მოლაპარაკეთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს ხელს შემიშლის საკუთარი აზრის გამოხატვაში. ამ დისკუსიამ გამიღვივა სურვილი მოკლედ მოვყვე იმ წლების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება განსაკუთრებით გულწრფელი მოგონება. სამწუხაროდ, მეც მოქმედი პოლიტიკოსი ვარ, შედარებით ნაკლებად პოპულისტი, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ბევრ მხარეს გვერდი აუარო. არჩევნებიც ხომ კარს მოგვადგა. სამწუხაროდ. არჩევნები კი არაა სამწუხარო, არამედ სამწუხაროა ის კონიუნქტურა, რომელიც ახლავს ხოლმე მძიმე თემების განხილვას. ამიტომ, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მტკივნეული მოვლენების შესახებ საუბარი მუდამ კონიუნქტურის ( არა მხოლოდ პოლიტიკური) თანხლებით ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს კონიუნქტურა ვიგრძენი ამ ფილმის შესახებ დისკუსიისასაც.
საოცარი ამბავია, როგორ აღმოჩნდა ერთუსლოვანი ქოცები და ოპოზიცია, ხელოვნებათმცოდნეები და არამცოდნეები, მაყურებლები და უყურებლად აზრის გამომტანები.
“როცა ყველა ერთ აზრზეა, აქ ყველაფერი რიგზე არ არის”-ამას ჩემში ჩაბუდებული ეკონომისტის ინსტინქტი მკარნახობს ხოლმე. რაც მასობრივად მოსაწონია, ეკონომიკაში როგორც წესი, მცდარია. კოლექტიური აზრი სწორ მეცნიერულ ეკონომიკურ თეორიებს და მიდგომებს რომ აყალიბებდეს, დღეს საყოველთაო კეთილდღეობით იქნებოდა მოცული მთელი მსოფლიო. 400 ლარის ნაცვლად 800 ლარის ოდენობის პენსია რომ დაინიშნოს, ხომ კარგიაო, რომ ჰკითხო საზოგადოებას, 99 პროცენტი გეტყვის, რომ კარგია. ეს მართლაც შესაძლებელია, ოღონდ მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ მასწავლებლის ხელფასი 80 ლარი იქნება. ფასები რომ გაყინოს მთავრობამ, ამ იდეასაც არანაკლები მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ზემოთ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში.
თუ რაიმე მოვლენა, ფილმი იქნება ეს თუ წიგნი, შარლ ებდოს კარიკატურები თუ ყურანის დაწვა( ბიბლიაც დაწვან, მერე რა), რომელიც მოძრაობაში მოიყვანს მივიწყებულ თუ ახალ იდეებს, რაღაც შინაარსის გამოხატვის ფორმა გახდება, თუნდაც იგი პროვოკაციული იყოს, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტების დადგენისკენ და თავისუფლებისაკენ გადადგმული ნაბიჯია.
აფხაზეთიდან დევნილი დემნა გვასალია განა არ არის პროვოკატორი? ახლა წავიკითხე, თურმე საკუთარი დედა პოდიუმზე გაუყვანია. არ მინახავს, მაგრამ წარმომიდგენია-შავი ტომარა ექნება ტანზე შემოცმული და ფეხზე ან რეზინის ჩექმები ან მივიწყებული საბოები:))
ფილმის პრემიერისას აფხაზეთში მეომარი ადამიანების გულწრფელი რეაქცია თუ ბუნებრივი იყო, არაბუნებრივად მეჩვენება ის ლამის საყოველთაო გმობა, რომელსაც წულუკიანიც კი შეუერთდა:))
მოკლედ, ფილმი არ მინახავს და არც ვნახავ ცოტა ხანი. მანამდე რაღაცას დავწერ თუ მოვიგონებ. მემუარული ნამდვილად არ იქნება. მემუარი იმითაა კარგი, რომ უფრო თავისუფალი ხარ გარემოებებისაგან. ოღონდ მემუარს ერთი დიდი ნაკლი აქვს-ყველა მისი ავტორი რა თქმა უნდა, გმირია.
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved