• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზებო, გაიღვიძეთ, 37 წელი იწყება” – ოკუპირებულ სოხუმში

ალია ავტორი - ალია
02:38 11-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,706

ოკუპირებულ სოხუმში, ხალხმა გუმისთის ხიდი გადაკეტა. მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ მობილიზებილნი და ჭიშკრის შემტვრევას ცდილობდნენ, რასაც დაკავებების მეორე ტალღა მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

მიზეზი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაა, რომლითაც, აფხაზების თქმით, აფხაზეთი რუსეთზე გაყიდული და დამოკიდებული ხდება

მანამდე ე.წ. ოპოზიციამ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება დააანონსა, ამ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.

ამის შემდეგ, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

პროტესტის მეორე ტალღა მოჰყვა სწორედ ბჟანიას მიერ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების ბრძანების გაცემას.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ოკუპირებულ ფხაზეში ორი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდა და სოხუმი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.

ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გუდაუთიდან სოხუმში რუსული სამხედრო ტექნიკა შეყავთ.

“ძალით უნდათ შეგვაშინონ… ხალხი ფეხზე უნდა ადგეს. თუ არადა, მოდი, ყველაფერი მივყიდოთ, ეს საფლავებიც… დღეს ბიჭებს ისე დაესხნენ თავს და ისე დააკავეს, თითქოს ნარკობარონები იყვნენ. ეს ტერორია. 

აფხაზებო, გაიღვიძეთ, 37 წელი იწყება. პოლიტოკოსები პოლიტიკური მოტივით დააკავეს. ყველას უნდა გესმოდეთ, იწყება 37 წელი, ყველას დაიჭერენ, ყველას დააშინებენ.” – ამბობენ აქციის მონაწილეები.

წყარო – გამოცემა თაიმერი

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved