• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფეთქებისას დამწვარ მანქანაში დაღუპულ დარია დუგინას დამწვრობაც კი არ ეტყობა?

ალია ავტორი - ალია
18:41 08-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,412

ფოტო – ოდიშინიუსი

დღეს მოსკოვში, “ოსტანკინოს” ფოიეში დაემშვიდობნენ და ტელევიზიის შენობიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს პროკრემლისტი, იმპერიალისტური პოზიციის მქონე რეპორტიორი და ფილოსოფოსი დარია დუგინა, რომელიც მამის, ალექსანდრე დუგინის საქმიანობაში მონაწილეობის გამო, სანქცირებულ პირთა სიაში იყო. 

სააგენტო, ოდიშინიუსის ინფორმაციით, დარია დუგინას ცხედარი მართლმადიდებლური წესის თანახმად გააპატიოსნეს, თუმცა, კრიტიკოსთა ყურადღება მიიქცია თავახდილმა კუბომ, რომელშიც დარია დუგინას ცხედარი იყო ჩასვენებული – ფოტოს მიხედვით, გოგოს სახეზე არანაირი დაზიანება არ ეტყობა. 

ოფიციალური ვერსიით, დარია დუგინას მანქანაში 400 გრ. ტროტილის ექვივალენტის აფეთქება მოხდა, რაც საკმაოდ დიდი სიმძლავრეა და, როგორც ცნობილია, მანქანა ბოლომდე დაიწვა, ხოლო გოგონას გადმოყვანა ვერ მოხერხდა – ის მანქანაში ცოცხლად ჩაიწვა. 

ლეონიდ ვაინშტეინი, რომელმაც დარია დუგინას სახის კადრი ვიდეოდან დასქრინა, გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მას დაზიანებები არა აქვს. ის წერს, რომ ზოგადად, ასეთ შემთხვევებში, დაღუპული ადამიანის ცხედარს თავახდილ კუბოში არ ჩაასვენებენ ხოლმე. 

შეგახსენებთ, ფსბ-ს ვერსიით დარია დუგინას აფეთქებაში ბრალდებული გამოვლენილია – რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, ეს არის “აზოვის” წევრი ქალი, რომელიც რუსეთში შვილთან ერთად იყო ჩამოსული. 

“უკრაინის ნაცისტური რეჟიმი” დაადანაშაულა მომხდარში დარიას მამამ, ალექსანდრე დუგინმაც.

ოფიციალურმა კიევმა და პოლკმა “აზოვმა” კატეგორიულად უარყვეს დარია დუგინას მკვლელობასთან კავშირი. ოლექს დანილოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურებია დამნაშავე. 

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის “რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო. 

წყარო – ოდიშინიუსი

თეგები: დარია დუგინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved