ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაცია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება. შემთხვევა ადგილობრივი დროით 4 საათზე მოხდა.
“ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მიზეზს და ვაზუსტებთ დაღუპულ რაოდენობას.” – განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მედიას.
ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილას მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები