• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფეთქებას გადავურჩი და თქვენი ტილიანი ციხით მაშინებთ?” – გივი თარგამაძე წულუკიანს

ალია ავტორი - ალია
17:13 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,613

გივი თარგამაძე თეა წულუკიანს პასუხობს და წერს:

მანდ კომისია გაქვთ თუ იუმორინა? ჩემგან საპასუხოდ რას ელით – შედი ქალო ბუდკაშიო -ыыы- რამე ასეთ ნაცნობს? ჩვენთან, დიფსთეითში, ტრამპამდე გარდაუვალი სულ ორი რამ იყო – სიკვდილი და გადასახადები. თქვენთან, საპუტინოში, მხოლოდ სიკვდილი, ოღონდ, ხშირად უეცარი – ხაზეინის განწყობასავით. პუტინის ძებნას, ბელორუსში მოსჯილ 25 წელს, მანქანაში აფეთქებულ მეტალის ელემენტებით გაჯერებულ ჰექსოგენის პაკეტს, კოვიდის უხანის ყველაზე ავ ვერსიას, მხუთავი აირით გაგუდვას, კიდევ ბევრ სიცოცხლისთვის პირდაპირ საფრთხეს გადავურჩი და თქვენი ტილიანი ციხით მაშინებთ? ძალზედ მშვიდი ნერვული სისტემა და ასეთივე ძილი მაქვს, ასე რომ, გააგრძელეთ ჯღანაობა, იმდენად არ მაინტერესებს ეგ თქვენი შაპიტო, არც დამესიზმრებით…..

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა დღეს, გივი თარგამაძეს მიმართა და თქვა:

„მოწვეული გვყავს ბატონი გივი თარგამაძე. გივი თარგამაძისთვის შეტყობინება იქნა გაგზავნილი, უფრო მეტიც, მან პირადად მოაწერა ხელი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩაიბარა ეს შეტყობინება. შესაბამისად, მისთვის არის ცნობილი, რომ დღეს, 11:00 საათზე მოწვეულია კომისიის წინაშე. საჯაროდ მან განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, ველოდებით, რომ ის გამოცხადდება. ბატონ გივის შეტყობინება ჩაბარებული აქვს, შესაბამისად, ჩვენი ოპერაცია – „გივი, ჩვენ ვართ, გივი“, წარმატებით დასრულდა. ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შტყობინება, ვურჩევ, ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომ მობრძანდით და გაეცით პასუხი კითხვებს, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ რვაწლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში, როდესაც თქვენ საქართველოს შვილებს გვემუქრებოდით, რომ სულს ამოგვხდიდით. ზოგს, სამწუხაროდ, მართლაც დაუდგა შავ-ბნელი დღე და სული ამოხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ციხეში თუ ციხის მიღმა, ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე, რომ ჩვენ, ვინც აქ ვართ, და არამხოლოდ ჩვენ, ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს, ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს. ამიტომ, ბატონო გივი, ბუჩქებში ნუ დაიმალებით, გამობრძანდით, მობრძანდით, დაბრძანდით და აბსოლუტურად ცივილურ პირობებში გაეცით ჩვენს კითხვებს პასუხი. ამაზე მეტი გაფრთხილება მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ეს იყოს რაღაც ტიპის სადამსჯელო მექანიზმი. საზოგადოებას აქვს კითხვები და კეთილი ინებეთ, თუ ასეთი უშიშრები იყავით 9 წლის განმავლობაში, ბაჩო ახალიას, ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის იმედით და მათ იმედად, ახლა მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი“

,, ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხოდა მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ” – გივი თარგამაძე წულუკიანის კომისიას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved