• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა აშშ?” – ადვოკატი პროკურატურას

ალია ავტორი - ალია
17:13 11-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
736

მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას, თქვა:

 

ამ საკითხს სამართლებრივი ასპექტი არ გააჩნია. ეს არის საბჭოთა, 30-იანი წლების ტრადიციის გაგრძელება, სწორედ მაშინ, სწორედ საბოტაჟის მუხლები ადამიანებს იჭერდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია, მაშინ ხვრეტდნენ. შესაბამისად დღევანდელი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურის ტრადიციების გამგრძელებელი და ამ ბრალდებით ბიძინა ივანიშვილი ეუბნება საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ნებისმიერ პროტესტანტ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება მათ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომ ნებისმიერ ქმედებას სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას მივანიჭებ. 

რა თქვე, რომ უცხო ქვეყნის მტრული ძალებისთვის დახმარება, ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა ამერიკის შეერთებული შტატები? რა თქვეს, რომ სანქციების დაწესებაზე მოქმედებები, ეს თურმე არის დანაშაულებრივი ღონისძიებები. თურმე სანქციების დაწესებით რაღაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი, მაშინ მოდი ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ამერიკის წარმომადგენლები მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 

რეალურად ეს ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი პრო-დასავლური პოლიტიკური აქტივობა იქნეს დანაშაულად გამოცხადებული, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, რომ აი იმპერიალისტური ძალები, დასავლეთის აგენტები და ა.შ., ამის შეფუთვაა და ცდილობენ, რომ ეს მოაქციონ, ამაზე საუბრობს არა კობახიძე მხოლოდ, არამედ ამაზე ლაპარაკობს ინსტიტუცია, პროკურატურა საუბრობს, აგე სასამართლო საუბრობს, ამის მცდელობაა ეს. 

ჩვენ ახლა ეს თემები უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში, ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას და სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, შესაბამისად დღეს ვიღაცის მიმართ რატომ ითხოვს გირაოს, რატომ არ ითხოვს ვიღაცის მიმართ პატიმრობას, ხვალ რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის სამართლებრივი პროგნოზირება შეუძლებელია. ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, კრემლიდან რა სცენარიც მოდის ივანიშვილთან, ან კრემლიდან დამოუკიდებლადაც შიდა საკითხებში თვითონ რას წყვეტს და ამის უკან რა აზრი დგას, ამაზე მარჩიელობას ბუნებრივია არ ვაპირებ, მთავარია ჩვენ ვიცით ერთი რამ – სასამართლოც და პროკურატურაც არის “ქართული ოცნების” დანამატი და ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს საბჭოთა საქართველოს ტრადიციებით,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რა მუხლებით წაუყენა ბრალი პროკურატურამ სააკაშვილს, ვაშაძეს, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved