• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანუ ივანიშვილს გაულახეს პატიმარი, რომლისგანაც უზარმაზარი ღირებულების ბიტკოინები აქვს ამოსაღები?” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
19:51 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,006

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

გჯერათ, რომ ივანიშვილის პირადი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში, სადაც კამერებია დამონტაჟებული, ივანიშვილის სურვილის გარეშე შეიყვანეს სხვა ციხიდან სპეციალურად გადაყვანილი პატიმარი, რომელმაც ბაჩიაშვილს სასტიკად სცემა ?
შეიძლება, გჯერათ. რა ვიცი აბა.
ანუ ივანიშვილს გაულახეს პატიმარი, რომლისგანაც უზარმაზარი ღირებულების ბიტკოინები აქვს ამოსაღები ? გაულახეს საკანში, ჩართული კამერების წინ ?
უბრალოდ, 0,000001 პროცენტს მაინც უშვებთ, ეს ვინმეს გაებედა ივანიშვილის პირდაპირი დავალებისა თუ ნებართვის გარეშე ?
შეიძლება, უშვებთ. რა ვიცი აბა.
ცხადია, გლდანის ციხის უფროსმა იცოდა, როგორ მოხვდა სხვა დაწესებულებიდან სპეციალურად წამოყვანილი პატიმარი ბაჩიაშვილის საკანში. ციხის უფროსს ვიღაცამ უთხრა, რომ ასე იყო საჭირო. ანუ არსებობდა ადამიანი, რომელმაც მას ეს დავალება გადასცა.
დავით გოგობერიშვილის სიკვდილით გაწყდა ჯაჭვი, რომელსაც ადრე თუ გვიან დანაშაულის (ბაჩიაშვილის ცემის) დამკვეთთან უნდა მივეყვანეთ.
ციხის ყოფილმა უფროსმა იცოდა, რატომ და ვისი მითითებით შეასახლეს ბაჩიაშვილთან სხვა პატიმარი. ცხადია, იყო ვიღაც, ვინც მას ეს დაავალა. და იმ ვიღაცას კიდევ ვიღაცამ დაავალა და ბოლოს მოვდივართ დამკვეთამდე.
ახლა ? ეს გზა ჩაჭრილია. მთავარი ჯაჭვი გაწყდა. საკვანძო ფიგურა – ციხის ყოფილი უფროსი მკვდარია.
მე არ ვიცი, ის მოკლეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, სხვისი ზეწოლის გარეშე თავისით გადაწყვიტა სუიციდი თუ რა მოხდა. ასეთ მძიმე ამბავზე მხოლოდ ვარაუდებით დასკვნების გამოტანა არ ივარგებს.
ერთი ნაღდია – ცოცხალი აღარ არის ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.
უბრალოდ, წყალგაუმტარი ფაქტია – ცოცხალი აღარ არის. რატომ და როგორ – ეს ჯერ არ ვიცით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved