• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან – ის ჰყვება, როგორ “შეიკერა” მისი საქმე

ალია ავტორი - ალია
22:45 09-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141
სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის წერილი საპატიმროდან:
 „გამარჯობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ჩემი არც ისე მარტივი საქმის გაშუქებისთვის. 2025 წლის 2 სექტემბერს საშინელება მოხდა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა უდანაშაულო ადამიანს. როგორც იცით, 3 სექტემბერს გაამართლეს ნიკა კაცია, ქართველი აქტივისტი, რომელსაც ჩემი და სხვების მსგავსად, ნარკოტიკები ჩაუდეს. ერთადერთი დიდი განსხვავება გიორგი ახობაძის, თედო აბრამოვის, ნიკა კაციის საქმეებსა და რუსეთის მოქალაქეების: ჩემს, არტემ გრიბულის და ანასტასია ზინოვკინას საქმეებს შორის არის თარჯიმნის არსებობა. მას ჰქვია შორენა ტაბატაძე, სასამართლომ ის “ნეიტრალურ” მოწმედ მიიჩნია, იმის მიუხედავად, რომ ის 2025 წლის 7 ივლისის პროცესზე მობრაძანდა ამავე საქმის მოწმისა და პოლიციის თანამშრომლის ემილ კუპრავას თანხლებით. კითხვაზე: “რატომ მოხვედით ერთად?” უპასუხა: “მეზობლები ვართ და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა არის”. დაკავების დღეს, 2024 წლის 3 დეკემბერს, ის და პოლიციის თანამშრომლები მემუქრებოდნენ, რომ “თუ ოქმს ხელს არ მოვაწერდი, ჩემთვისვე იქნებოდა უარესი, მემუქრებოდა საპატიმრო სასჯელი, შეიძლება, უვადოც კი და “რომ ნარკოტიკებს ვყიდი და ქართველებს ვწამლავ” და თითქოს პოლიციამ “ყველაფერი იცის”. გამოძიების მიმდინარეობის დროს, ვერანაირად დაამტკიცეს გასაღება და ბრალდების მხარემ უარი თქვა ამ ვერსიაზე. ფალსიფიცირებული მტკიცებულებების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. არსებობდა იმედი, რომ გამამართლებდნენ, როორც სხვებს, თუმცა თავისუფლების გზაზე შორენა ტაბატაძის ცრუ ჩვენებები გადამეღობა.
ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. ეს განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას უკან გაწვეული. ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო.
ციხეში მხოლოდ ტვ პირველის და ფორმულას ყურება შემიძლია, ბევრი არ მესმის. იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და უკვე ამ წელს ციხიდან გამოვალ.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ მედიას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
07.09.2025
ანტონ ჩეჩინ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved