• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანტონ ჩეჩინი თარჯიმანს და შსს-ს თანამშრომლებს ცრუ მოწმეობაში ამხელს

ალია ავტორი - ალია
10:41 09-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

სინდისის პატიმარი ანტონ ჩეჩინი მის საქმესთან კავშირში მყოფ თარჯიმანს ცრუ მოწმეობასა და უკანონობის თვითმხილველობაში ამხელს.

ჩეჩინი აცხადებს, რომ სწორედ თარჯიმან შორენა ტაბატაძის ცრუ ჩვენებამ განაპირობა მისი დღემდე პატიმრობაში ყოფნა. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ მიიჩნია სასამართლომ ნეიტრალურ მოწმედ ტაბატაძე, რომელიც მეგობრულ ურთიერთობაშია საქმის სხვა მოწმე პოლიციელთან და ამას თავადაც ადასტურებდა პროცესზე.

ჩეჩინი აღნიშნავს, რომ მისი საქმე გაყალბებულ მტკიცებულებებსა და პოლიციის თანამშრომელთა ცრუ ჩვენებებს ეყრდნობა.

“გამარჯობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ჩემი არც ისე მარტივი საქმის გაშუქებისთვის. 2025 წლის 2 სექტემბერს საშინელება მოხდა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა უდანაშაულო ადამიანს. როგორც იცით, 3 სექტემბერს გაამართლეს ნიკა კაცია, ქართველი აქტივისტი, რომელსაც ჩემი და სხვების მსგავსად, ნარკოტიკები ჩაუდეს. ერთადერთი დიდი განსხვავება გიორგი ახობაძის, თედო აბრამოვის, ნიკა კაციის საქმეებსა და რუსეთის მოქალაქეების: ჩემს, არტემ გრიბულის და ანასტასია ზინოვკინას საქმეებს შორის არის თარჯიმნის არსებობა. მას ჰქვია შორენა ტაბატაძე, სასამართლომ ის “ნეიტრალურ” მოწმედ მიიჩნია, იმის მიუხედავად, რომ ის 2025 წლის 7 ივლისის პროცესზე მობრაძანდა ამავე საქმის მოწმისა და პოლიციის თანამშრომლის ემილ კუპრავას თანხლებით. კითხვაზე: “რატომ მოხვედით ერთად?” უპასუხა: “მეზობლები ვართ და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა არის”. დაკავების დღეს, 2024 წლის 3 დეკემბერს, ის და პოლიციის თანამშრომლები მემუქრებოდნენ, რომ “თუ ოქმს ხელს არ მოვაწერდი, ჩემთვისვე იქნებოდა უარესი, მემუქრებოდა საპატიმრო სასჯელი, შეიძლება, უვადოც კი და “რომ ნარკოტიკებს ვყიდი და ქართველებს ვწამლავ” და თითქოს პოლიციამ “ყველაფერი იცის”. გამოძიების მიმდინარეობის დროს, ვერანაირად დაამტკიცეს გასაღება და ბრალდების მხარემ უარი თქვა ამ ვერსიაზე. ფალსიფიცირებული მტკიცებულებების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. არსებობდა იმედი, რომ გამამართლებდნენ, როორც სხვებს, თუმცა თავისუფლების გზაზე შორენა ტაბატაძის ცრუ ჩვენებები გადამეღობა.
ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. ეს განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას უკან გაწვეული. ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო.
ციხეში მხოლოდ ტვ პირველის და ფორმულას ყურება შემიძლია, ბევრი არ მესმის. იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და უკვე ამ წელს ციხიდან გამოვალ.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ მედიას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
07.09.2025
ანტონ ჩეჩინ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved