• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ანტიქრისტე იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება“ – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

ალია ავტორი - ალია
10:15 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ქრისტიანებს გვევალება, მაცხოვარს დაველოდოთ და არა ანტიქრისტეს. ჩვენ გვინდა შეხვედრა მაცხოვართან და არა ანტიქრისტესთან. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ქრისტესთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მოცემული ღვთისაგან. ამიტომ მე ველი მაცხოვარს. ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ტვინის წამღები იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება. ეს აღწერილია წმინდა წერილში“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება რელიგიურ მოტივს იმისას, რომ ვაქცინაში ხედავენ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად სინოდმა ამ მხრივ მიიღო რა გადაწყვეტილება და აღნიშნა თავის კრების ოქმში, რომ ეს ვაქცინა არ არის რელიგიური თემა, დასვა წერტილი და ამაზე სპეკულირება მომავალში არ შეიძლება“, – აღნიშნა დეკანოზმა.

სასულიერო პირი აცხადებს, რომ ვაქცინა გაკეთებული აქვს, რითაც როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას იცავს.

„მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც. ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემ სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა ჩემს თავს, ვიცავ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანებს“,- განაცხადა სასულიერო პირმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved