“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის პასუხს აკომენტარებს და ამბობს:
“პირდაპირ ვიტყვი, ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი”
დღეს ომბუდსმენმა უპასუხა კობახიძის განცხადებას და თქვა:
“გაუგებარია რატომ უკვირთ “ქართულ ოცნებაში”, რომ ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ან შეიძლება მომავალში იბრძოლონ.”
კომენტარები