• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი: ინფორმაცია, თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე – ტყუილი და დეზინფორმაციაა

ალია ავტორი - ალია
12:21 04-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

„არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა და ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.

„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე – ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც.

„ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი – ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ამასთან დაკავშირებითაც იყო სპეკულაციები, რომ თითქოს, ავტომატურად 6 წლის შეფარდება მოხდება, ესეც არის ტყუილი. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს თუნდაც ერთი დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება და პირს, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დააკისრონ ან ერთი დღით, ან ერთი თვით, ან ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი ამოცანა და ვალდებულება მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და შესაბამისად, ხელისუფლება მოქალაქეების სიცოცხლის და მათი ჯანმრთელობის დაცვის პრინციპით ხელმძღვანელობს.

„ვაცნობიერებთ რა, ამ ვალდებულებას, ჩვენ ვიღებთ ზომებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, თუმცა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ძალიან კარგად, ჩვენ მიერ მიღებული რეგულაცია დღეს არ გამოიყენება, საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება, დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 3 წლამდე. 3 წლამდე ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ორსულობის ტესტი
ახალი ამბები

IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?

17:17 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved