ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
“შიდა ელიტის გახლეჩამ” ერთი კაცის თითქოს ურყევი ძალაუფლების დასუსტების პირველი
ნიშანი გამოაჩინა: პროკურატურამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა…✔️პატიმარმა ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ მ ა
ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში გახშირებული —თვითმკვლელობად გამოცხადებული შესაძლო მკვლელობების ფაქტების ხელახლა გამოძიება მოითხოვა!!!მოხდა საოცრება✔️(ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა): პროკურატურამ, პრემიერ ირაკლი კობახიძის სამშობლოს ღალატში ბრალმდებელი აქტივისტის—ლაზარე ჯორბენაძის
ბურუსით მოსული გარდაცვალების თვითმკვლელობად გამოცხადების საქმის ხელახლა გამოძიების შესახებ განაცხადა✔️”მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო
ვქენითო”—პროკურატურა აცხადებს…ჰოდა, მომეტებული კიარა, “გ ა დ ა მ ე ტ ე ბ უ ლ ი”
არის საზოგადოების ინტერესი აჭარის პრემიერის—
რიჟვაძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით
სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე.ამ ქეისის თვითმკვლელობის მცდელობად ნაჩქარევად გამოცხადებამ ბევრი დასაბუთებული ეჭვი გააჩინა: 1. გასროლის ტრაექტორია(მკერდში
თვითმკვლელის სროლა თეორიულად თითქმის შეუძლებელია”;2.მედპერსონალის “ნაპოვნი”
საეჭვო წერილი; 3.ერთი წლის განმავლობაში—
ამხელა თანამდებობის პირის-გადარჩენილი რიჟვაძის დაკითხვის “ვერმოხერხება”(ე.ი.არ გაწყობს ეს დაკითხვა); 4.შემთხვევის ადგილზე
არაერთი ვიდროკამერა იყო..არცერთი ჩანაწერი არ გამოქვეყნებულა,, რაც გააქრობდა ეჭვებს—
იყო თუარა იქ მამუკა მდინარაძე და სხვა პირები და რა მოხდა სინამდვილეში…✔️უნდა ველოდოთ რიჟვაძის მძიმე პოლიტიკური ქეისის ხელახლა გამოძიებასაც???
მოქმედი პრემიერის მხარე აანონსებს ღარიბაშვილის, მისი ცოლისძმის, “ასავალ-დასავალის” მესვეურების მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას… მაგრამ, გააკეთებს ამას პროკურატურა??? ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი…
ჯერჯერობით მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ: ანგარიში არის— 1-ით 0 ღარიბაშვილის ფრთის სასარგებლოდ!
P.S.ჩემმა ფოლოვერებმა შემისწორეს და მეც ვიზიარებ: ✔️2–0 არისო( ერთი-მდინარაძის მოხსნა; მეორე-კობახიძის მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე
პროკურატურის მიერ ძიების დაწყება)!











კომენტარები