• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ უკრაინაში სრული განუკითხაობაა – რატომ ავრცელებს საპატრიარქოს პრესსპიკერი უკრაინის მთავრობის გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროს?

ალია ავტორი - ალია
03:02 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს, რომ მას, განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისგან, მეტი ინფორმაცია აქვს, და აცხადებს, რომ უკრაინაში, სრული განუკითხაობაა. თან აცხადებს რომ ეს ინფორმაციაა (და არა ჭორაობა, მაგალითად) – რაც მკითხველს კიდევ მეტად გაუჩენს იმის ეჭვს, რომ ანდრია ჯაღმაიძის გავრცელებული პოსტი სწორი ინფორმაციაა. ამ დროს, უკრაინაში, უკრაინელი მთავრობის თქმით, ჩადიან მოხალისეები, უკრაინელები ბოლომდე იბრძვიან და არ ტოვებენ აფეთქებულ ქალაქებსაც კი, მოროდიორებს იჭერენ და სჯიან.

რასაკვირველია, ანდრია ჯაღმაიძისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო! ლინკი მოცემულია ქვემოთ. ისინი დაწვრილებით აღწერენ რა შეტევები აიცილეს თავიდან, მტრის რა ტექნიკა გაანადგურეს და რამდენი და რა ოდენობის. რატომ თვლის ანდრია ჯაღმაიძე რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სრული განუკითხაობაა? სხვათა შორის, მსგავსი ხასიათის წერილებს მხოლოდ ჯაღმაიძე არ წერს.

გვინდა შეგახსენოთ, რომ განადგურებულ უკრაინაზე, რუსეთი საუბრობს ხმამაღლა, მეტიც, პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციას ატარებს და არ ეომება. ჩნდება კითხვა, ასეთი უკრაინაც კი, როგორც ბატონი ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, სრულ განუკითხაობაში მოქცეული, რუსეთმა მაშ როგორ ვერ დაიპყრო? რატომ ბომბავს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, თუ უკრაინაში ისედაც სრული განუკითხაობაა? გაუჩნდა ეს კითხვა ანდრია ჯაღმაიძეს? თუ – არა? და რატომ გადაწყვიტა, საპატრიარქოს პრესპიკერმა, უკრაინის მთავრობისგან განსხვავებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს? ვის გულისხმობს გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფებში? რუს ოკუპანტებს, თუ უკრაინელების დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებს? და მაინც, რას ნიშნავს, “უკრაინაში განუკითხაობაა”? – ვერ აკონტროლებს უკრაინის მთავრობა?  რის თქმას ცდილობს საპატრიარქოს პრესსპიკერი?

 

ანდრია ჯაღმაიძე:

“როგორც მითხრეს საშინელება ხდება, მთელი უკრაინის მაშტაბით, გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა.

პ.ს. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, თუ იქნება ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები, დაიბლოკება და კომენტარი წაიშლება.

მოროდიორობა ყველა ომის თანმდევი გვერდითი მოვლენაა, საქართველოს ახსოვს ეს.”

 

ანდრის ჯაღმაიძის წერილს მთავარი არხი აქვეყნებს.

 

 

http://

თეგები: ანდრია ჯაღმაიძედიდება უკრაინასრუსეთ-უკრაინის ომისაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved