• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანატოლი გიგაურის მიმართვა სასამართლოს

ალია ავტორი - ალია
13:40 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა სასამართლოს მიმართა.

„მე ვარ პოლიტიკური მდგენელისგან მოთავსებული იზოლატორში და ჩვენ გვაქვს პროკურატურა, რომელიც მისი ზემდგომის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნახევარ საქართველოს ციხეში გაუშვებს. თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მე უკანონოდ ვარ ციხეში. მე არავისზე მიძალადია“, – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

სინდისის პატიმარს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ასამართლებენ, დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვლა და კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორი, თამარ იაკობიძე ამტკიცებდა, რომ ანატოლი გიგაური თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორ ვახტანგ გაბუნიას, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროკურორის თქმით, გიგაურმა პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ხელი დაარტყა ყურისა და სახის არეში, რა დროსაც გაბუნიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. პროკურორის თქმით, საქმეზე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებებით, გიგაურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს, თუმცა, ახალი გარემოება რაც ბრალდების მხარეს საფუძვლად უდევს, ბუნებაში ვერ იარსებებს, კერძოდ ის, რომ გიგაური ახალ დანაშაულს ჩაიდენს ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, ბრალდებულის წარსული არ არის დაკავშირებული კრიმინალთან და არ არის ნასამართლევი, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved