• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანატოლი გიგაური – სახელმწიფომ დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს

ალია ავტორი - ალია
12:10 11-24-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში, – ამის შესახებ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბრალი, რაც მას წაუყენეს, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„ჩემი სამომავლო გეგმებია, ჩემი პირადი რესურსით ჩემს ქვეყანას გამოვადგე და გავაერთიანო. ვიყავი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის, იყო ასეთი წამოცდენა, ვინც არის ვითომ დაზარალებული, მოძალადე, ასე მოვიხსენიებ, გაბუნიას[პოლიციელი] წამოსცდა, რომ ჩემი იდენტიფიცირება მაშინ მოახდინა, როცა მიტინგზე გიორგი ვაშაძეს ვესაუბრებოდი. მან თქვა, რომ პირველად ვაშაძესთან ერთად მნახა. ამის შემდეგ განახორციელა თავდასხმა ისე, რომ ვერბალური ურთიერთობაც არ მქონია მასთან, პროვოცირება მოაწყო იმისა, რაც მოხდა.

ვიდრე ყველა პატრიოტი, ვინც საპყრობილეებშია გამომწყვდეული ამ მთავრობის მიერ, არ დატოვებს საპყრობილეს, ვიბრძოლებთ მათთვის და მათთან ერთად“, – განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში მას შეწყალების თხოვნით არასდროს მიუმართავს პრეზიდენტისთვის და არც დანაშაული უღიარებია.

„მე არ ვაღიარებ. თუნდაც, ახლაც რომ შემაბრუნონ, არ ვაპირებ, რამეზე ვიწუწუნო. მე ასე ვთვლი, ციხიდანაც შეიძლება იბრძოლო… პირად ღირსებად მიმაჩნდა, რაც არ გამიკეთებია, ის არ ამეღო ჩემს თავზე, ან ვინმესთვის შეწყალება მეთხოვა. ამ 2 წლის განმავლობაში, ვერც ერთი კონტროლიორი ვერ იტყვის, რომ ცუდად მყოფსაც კი მათთვის დამეძახა, თუნდაც, კბილი მტკივდებოდა, ვითმენდი, ვიდრე არ მოვიდოდა, იქამდე არ ვეძახდი, რომ რაღაც მაწუხებდა. ბევრი განსაცდელი მქონდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ვინმესი შემეშინდა, ყოველთვის ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა გიგაურმა.

როგორც ის აღნიშნავს, თავად მას დაესხნენ თავს, თუმცა, ციხეში მაინც ის ჩასვეს.

„ვფიქრობ, რომ სტაბილური ადამიანი ვარ და ამის შესაბამისი აღზრდა მაქვს, შეიძლება სახელმწიფომ მიიღო ამ ჩემს აღზრდაში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი სიტუაცია მოვიდა, როცა სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში. მიუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცეთ და მოძალადეებმა დამარქვეს მოძალადე, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. ადამიანს, რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, სწორედ ამაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივაყენე შეურაცხყოფა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი. ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არასინდისიერი ადამიანი და ასევე, იმ მანტიის უკან დამალული „ტიტუშკები“.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, 28 ნოემბერს ყველანი ვერთიანდებით და რაც მალე შევძლებთ ქვეყანა გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში“, – განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სილქფესტის შეთავაზებით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სილქფესტის შეთავაზებით!

12:00 11-24-2026
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს  და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

13:30 11-23-2026
თიბისის დაუჯერებელი Black Friday
ახალი ამბები

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

13:25 11-23-2026
სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved