• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს – ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

ალია ავტორი - ალია
15:34 05-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.

“როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd).

პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად,”- განაცხადა ლევან დავითაშვილი.

BMG-იმ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა თუ რა ინვესტიციების განხორციელებას მოიცავს აღნიშნული პროექტი, რაზეც ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია.

“ეს არის ანაკლიის პორტის განვითარების პირველი ფაზა, პირველი ფაზა მოიცავს ისეთი ნავმისადგომის მშენებლობას, რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთებისა და 600 ათასი კონტეინერის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას. ეს არის პირველი ფაზა და მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია,”- აცხადებს დავითაშვილი,

საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.

ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო ფაზაზე მხოლოდ ორი ჰოლდინგი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გადავიდნენ 2023 წლის 22 სექტემბერს გაასაჯაროვა.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

რაც შეეხება კომპანია China Harbour Investment Pte. Ltd-ს, აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია კომპანია China Harbour Engineering Company-სთან, რომელიც თავისმხრივ China Communication Construction Company Limited-ის შვილობილი კომპანიაა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში წინადადება სულ ოთხმა კომპანიამ/ჰოლდინგმა წარადგინა, რომელთაგან საბოლოოდ გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.

  1. Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) (ლუქსემბურგი)
  2. China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური);
  3. China Construction Sixth Engineering Bureau Corp. Ltd. (ჩინეთი)
  4. Etgar-Al Engineering Ltd. (ისრაელი);

ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved