• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდნენ – დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:25 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილმა დააკონკრეტა ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები რომელი ქვეყნიდან არიან. მინისტრი სწორედ ამ თემაზეა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული.

მან თქვა, რომ საბოლოოდ მიიღეს 4 განაცხადი 4 პრეტენდენტისგან, კომპანიებს განცხადებებში გარკვეული ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად მისცეს ერთი თვე, შემდეგ კი დამატებით 1 თვე დასჭირდათ საბოლოოდ მათ შესაფასებლად.

დავითაშვილი ამბობს, რომ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ, არც ამერიკულ კომპანიებს.

მისივე განცხადებით მეორე ეტაპზე გადასულები არიან – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

“საბოლოოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის, და სწორი შედეგის მიღებისთვის დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის ერთი კომპანია შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენილ ეტაპი, ვერ გადავიდნენ”, – თქვა დავითაშვილმა.

მინისტრი აცხადებს, რომ შემდეგ თვეებში ექნებათ მოლაპარაკებები, რომ მიიღონ წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე და ხარისხზე იქნება დამოკიდებული ვინ იქნება პარტნიორი პორტის მშენებლობაში. დავითაშვილი ამბობს, რომ კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან, ასევე ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე კომპანიების სახელებს კონკურსის დასრულებამდე ვერ დაასახელებს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილების ანაკლიის პორტის 51% მფლობელი სახელმწიფო იქნება, 49%-ის კერძო პარტნიორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved