• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანა წითლიძის დავალებით ენმ-ის აქტივისტები „ქართული ოცნების“ პლაკატებს აზიანებენ – მამუკა წოწერია

ალია ავტორი - ალია
15:01 10-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ზუგდიდში „ქართული ოცნების” პლაკატებს და ბილბორდებს აზიანებენ, მხილებული არიან კონკრეტული პირებიც. საარჩევნო დარღვევაზე მმართველი პარტიის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოაქვთ მათთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი და უკანონო ქმედებები.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელისგან ანა წითლიძისგან მიიღეს დავალება, რომ დააზიანონ ქართული ოცნების ბანერები, ბილბორდები და პლაკატები.

მათ გუშინ დააზიანეს კომბინატის დასახლებაში ქართული ოცნების მიერ გაკრული პლაკატები. კონკრეტულად კომბინატის ქუჩებში პლაკატების ჩამოხევის დავალება მიღებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ქეთი რაფავას. რაფავას მიერ პლაკატების დაზიანება გადაღებულია ვიდეოკადრებით, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დააზიანეს სოხუმის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ ბილბორდიც. პოლიტიკურად განადგურებულმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ აგებენ არჩევნებს, ეს ჩანს ყველა შიდა კვლევაში, რომელიც ჩატარდა, ისინი ვერ ეგუებიან მათ მორიგ დიდ მარცხს და მიდიან ყველაფერზე .

 

ჩადენილი დანაშაული საარჩევნო კოდექსის მეოთხმოცე მუხლის შესაბამისად ისჯება ჯარიმით. მივმართავთ შესაბამის უწყებებს შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისად დაჯარიმდეს კანონდამრღვევები.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ასახონ შესაბამის დასკვნებში. ჩვენ წინა კვირას გავასაჯაროვეთ, თუ როგორ ართმევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, ასევე, გავასაჯაროვეთ ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული კონკრეტული ზონდერჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გვარამია-მელიას პარტიასთან ერთად ემზადებიან არჩევნების დღეს უბნებზე ხმაურისა და არეულობის მოსაწყობად, რათა საზოგადოებას „ფეიკ“ ამბებით ანახონ, რომ ვითომ არჩევნები ყალბდება.

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელებს არ აქვთ საარჩევნო კამპანია, არ ხვდებიან მოქალაქეებს, არ სთავაზობენ კონკრეტულ პროგრამებს, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, აქციებისა და ქუჩის პროტესტისთვის, რადგან იციან, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ მარცხდებიან.

მოვუწოდებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელებს, მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, აწარმოოს თანაბარი საარჩევნო კამპანია, ნუ შემოაქვთ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი და მათი ბნელი წარსულისთვის აპრობირებული მეთოდები”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved