• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ან ვცდილობთ ადამიანების გადარჩენას და ვაძლევთ მათ მკურნალობის შანსს, ან ვტოვებთ სიკვდილის რისკის წინაშე” – ზურა სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
15:22 09-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:

,,ზიანის შემცირება ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მაშინაც კი, როცა ის ჯერ ვერ ან არ წყვეტს ნარკოტიკის მოხმარებას. ეს არის მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა — ნაკლები სიკვდილი, ნაკლები ინფექცია, ნაკლები ზედოზირება და მეტი შანსი მკურნალობისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის.

რატომ თქვა დღევანდელმა რეჟიმმა ამაზე უარი?
იმიტომ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია დასჯა და კონტროლი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ზიანის შემცირების სისტემის დაშლა პრობლემას არ აგვარებს — ის უბრალოდ ადამიანებს ქუჩაში ტოვებს და ზრდის სიკვდილისა და მძიმე გართულებების რისკს.

ყველაზე საშიში კი ის არის, რომ რეჟიმის წარმომადგენლები ზიანის შემცირებას „ლეგალურ ნარკომანიას“ უწოდებენ. ეს არის სტიგმაზე, შიშსა და დეზინფორმაციაზე აგებული ნარატივი, რომლის მიზანიც ზიანის შემცირების იდეის დისკრედიტაციაა.

ზიანის შემცირება არ ნიშნავს ნარკოტიკის მოხმარების წახალისებას და არც დამოკიდებულების ნორმალიზებას. ის იწყება მარტივი რეალობის აღიარებით: ადამიანები ნარკოტიკებს მოიხმარენ და მხოლოდ დასჯა ამ პრობლემას ვერ აგვარებს.

ამიტომ არჩევანი მარტივია: ან ვცდილობთ ადამიანების გადარჩენას და ვაძლევთ მათ მკურნალობის შანსს, ან ვტოვებთ მათ ზედოზირების, ინფექციების, მძიმე გართულებებისა და სიკვდილის რისკის წინაშე.

როდესაც სახელმწიფო მეცნიერებაზე, პრევენციასა და ადამიანის სიცოცხლეზე ამბობს უარს, ის პრობლემას კი არ აგვარებს — თავად ხდება ამ პრობლემის ნაწილი.

დროა შევცვალოთ რეჟიმი და შევცვალოთ ნარკოპოლიტიკა — რეპრესიის ნაცვლად მეცნიერებაზე, ადამიანის უფლებებსა და ადამიანის სიცოცხლეზე დაფუძნებული პოლიტიკით.“

თეგები: ზურაბ სიხარულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved