• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან უარი უნდა ვთქვათ რემდესივირზე, ან, გამოვიყენოთ ისე, როგორც აშშ იყენებს… “ტოცილიზუმაბის”გამოყენება რაიონებში ექიმებმა არ იციან!” – კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
20:48 08-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

– რთული ეპიდემიოლოგიური მდგო­მარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური­ პაციენტების რაოდენობა 58 ათასია,­ კლინიკაში 7 ათასამდე მკურნალობს. ეს კარგია­ თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქ­ტია, რომ პაციენტები ჰოსპიტლებში გადაჰყავთ მხოლოდ საჭირო შემთხვევებში, ანუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები კლინიკებში აღარ მიდიან, როგორც იყო მთელი პანდემიის განმავლობაში. ამით ხერხდება ჯანდაცვის სისტემის მეტ-ნაკლებად­ დაზოგვა, თუმცა ძალიან რთულია, ამ დატვირთვას გაუძლოს სამედიცინო პერსონალმა, რადგან იწყება გამოფიტვა, ინფიცირდებიან ჩვენი კოლეგებიც. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი მედმუშაკი აიცრას.
ალბათ, სახელმწიფოს თავის დროზე უნდა ეზრუნა, რომ ამ ჯგუფში­ სავალდებულო ვაქცინაცია შემ­ოეღო. ჯარისკაცი რომ არ დაგვი­ავადდეს და ომში არ წაგვექცეს, ზუსტად ამის ტოლფასია ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალი. შენ თუ მას არ ავალდებულებ და თავის ნება-სურვილზე ტოვებ, საფრთხის წინაშე დგება ისიც და სხვა ადამიანების სიცოცხლეც, ეს კი ორმაგი პასუხისმგებლობაა.
ვამართლებ დამატებითი სივრცეების და საველე ჰოსპიტლების გახსნას, რადგან მეტი გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადი და რვა თვე გავიდა, მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის მთავარ მედიკამენტად მაინც რჩება ჟანგბადი, ამიტომ ეს სივრცეები მნიშვნელოვანია. იქ იქნებიან ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ არა რეანიმაცია, ან ინტენსიური დახმარება, არამედ ჟანგბადი.

ეს ერთი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩანს და პროგნოზიც ასეთია, რომ დაღმართისკენ, უფრო სწორად, სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია – ყოველდღე 10-12 ათასი ადამიანი ინფიცირდება, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ ტესტირების შედეგად გამოვავლენთ. ტესტს ყველა არ იკეთებს, კონტაქტების ძიება არ ხერხდება, ზოგჯერ ტესტი, განსაკუთრებით – სწრაფი, არ არის 100%-იანი, უსიმპტომო ფორმებს ვერ ვავლენთ… მოკლედ, ბევრი ნიუანსია, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევა გაცილებით მეტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აგვისტოს ბოლოდან ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა შემცირდება, ამას ვაქცინაციის პროცესიც წამოეშველება. უკვე 900 000 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 280 000-მდე ადამიანი, დანარჩენები მეორე დოზას­ ელოდებიან. კარგი ტენდენციაა, რომ დღის განმავლობაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 23 000-ია, ხან – 25-26 ათასიც, თუმცა მეტი გვინდა.


შემოდგომამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ავცრათ, იმიტომ, რომ შემოდგომაზე, აცივების შემდეგ, რესპირაციული დაავადებები აქტიურდება. თუ ვაქცინაციით კარგად არ მოვემზადეთ, არსებობს დიდი რისკი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ახალი ტალღა წამოგვეწიოს. თუ ოქტომბერ-ნოემბრისთვის ვაქცინირებული გვეყოლება საზოგადოების 50% მაინც, ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება, დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკი შემცირდება, დღეში 50-დან 75-მდე გარდაცვლილი აღარ გვეყოლება…


კრიტიკული პაციენტის დაღუპვის საშუალო ვადა 2-3 კვირაა, ექიმები ზოგიერთის სიცოცხლი­სთვის ერთი თვეც იბრძვიან. დღეს რომ კლინიკაში პაციენტი შედის, მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, შესაძლოა, ერთ კვირაში ან 10 დღეში დავინახოთ, თუმცა, მძიმე პაციენტებს ექიმები ხელოვნურად ინარჩუნებენ, მართვითი სუნთქვის აპარატებზე, მერე კი ლიმიტი იწურება. ისინი გვიან, 3-4 კვირაში იღუპებიან. სწორედ ამის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილიზაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში იმატებს.
ყოველი 1000 აუცრელი ინფიცირებულიდან 10-15 იღუპება. ასეთია ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

რაც მეტი პაციენტი გროვდება, ხარისხის კონტროლი რთულდება, თუმცა “ტოცილიზუმაბი” და ასეთი ტიპის მედიკამენტები, რა თქმა უნდა, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო არ უწევს რეკომენდაციას “რემდესივირს”, ჩვენმა სახელმწიფომ მაინც გადაწყვიტა მისი გამოყენება. გვაქვს ზოგი შეძენილი, ზოგი დონაციის სახით “გილიარდის” მიერ ნაჩუქარი ეს პრეპარატი, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ მას რანდომულად, არჩევითად, ფრაგმენტულად იყენებენ. თუ ქვეყანა იყენებს “რემდესივირს”, ის უნდა დაუნიშნო საავადმყოფოში მოხვედრილ ყველა ადამიანს, ვისაც დაბალი ნაკადით ჟანგბადი სჭირდება. ეს არის იმის გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება. ასობით ავადმყოფის ოჯახი მწერს და მეკითხება, ჩვენს დასთან, ძმასთან, დედასთან, მამასთან რატომ არ იყენებენ “რემდესივირსო”? თუკი არის წამალი, მაშინ ითქვას და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რომ ის კლინიკაში მოხვედრილ ყველა ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტს პირველივე დღეს გადაესხას. ერთი სიტყვით, ან უარი უნდა ვთქვათ ამ პრეპარატზე, ან, თუ გვაქვს, გამოვიყენოთ ისე, როგორც, მაგალითად, აშშ იყენებს.


უფროს ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა მიზეზი გახდეს თირკმლის უკმარისობა, სეფსისის განვითარება, გულის უკმარისობა და ა.შ. ხშირად, როცა ასეთ ძლიერ ინფექციას ებრძვის ორგანიზმი, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ის ურთულდება და იმით იღუპება. რასაკვირველია, საშუალო ასაკის ადამიანებიც იღუპებიან და გარდაცვალების მთავარი მიზეზია ციტოკინური შტორმი.

ციტოკინური შტურმის საწინააღმდეგო მედიკამენტია “ტოცილიზუმაბი”, რომლის უფრო ინტენსიურად გამოყენებაა საჭირო. მას ერთეული კლინიკები იყენებენ. მე კლინიკაში არ ვმუშაობ, მაგრამ ვაქცინაციის პროცესის პროპაგანდისას ხშირად ვხვდები ადამიანებს და ვიგებ, რომ პერიფერიულ კლინიკებში კოლეგების უმრავლესობა ამ პრეპარატს არ იყენებს, რადგან არ აქვთ შესაბამისი უნარები და არ იციან, რომელ პაციენტთან უნდა გამოიყენონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც ეს ევალება, ამ ხალხის მომზადებაზე იზრუნოს და ზუსტად აუხსნას, რომელ პაციენტთან უნდა გამოიყენონ “ტოცილიზუმაბი”.

დროზე არ ვერთვებით იმიტომ, რომ საამისო უნარები ექიმებს არ აქვთ. ამ პრეპარატს რევმატოლოგია იყენებდა, ის სხვა დარგიდან შემოიჭრა “კოვიდის” მკურნალობაში, ამიტომ მისი გამოყენება რაიონებში ექიმებმა არ იციან.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved