• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან რუსეთუმე ფაშისტები ხართ, ან რუსის სალდათისთვის ფეხისგულების ფხანა გგონიათ სიბრძნე…” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:14 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“წარმოიდგინეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქართული ოცნების ლიდერები დამწკრივებულიყვნენ და დაეგმოთ რუსეთის აგრესია, მერე პარლამენტის შესაბამისი დადგენილებაც მიეღოთ, ღარიბაშვილი კიევში ჩასულიყო სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, კიევში ჩასულიყო კალაძეც და კლიჩკოსთან ერთად ევლო პოზიციებზე, პაპუაშვილს ზელენსკის ჩართვა მოეთხოვა პარლამენტში, კობახიძეს ოპოზიციისთვის გაეკეთებინა შეთავაზება, რომ რაღაც საერთო ფორმატი მოეფიქრებინათ უკრაინის დახმარებისა და სოლიდარობისთვის, ბერას რამდენიმე მილიონი გადაერიცხა უკრაინის დასახმარებლად, ელისო ბოლქვაძეს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზება მოეწყო უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ხოლო ანრი ოხანაშვილს ეთქვა, არ შემიძლია მშვიდად ვიჯდე აქ, როცა უკრაინაში ხალხი იხოცებაო, გადაფრენილიყო ბორისპოლში, ჩაწერილიყო ქართულ ლეგიონში და ელისაშვილისთან ერთად სელფები ეგზავნა ყოველი საბრძოლო დავალების შემდეგ.

და რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში? ომს დაიწყებდა რუსეთი და შემოგვიტევდა ავიაციით და ტანკებით? რასაკვირველია, არა. უბრალოდ ქართული ოცნების რეიტინგი გაიზრდებოდა თვალუწვდენელ სიმაღლემდე. ის კი არა ზოგიერთი ნაციც კი იტყოდა, ყოჩაღ ძმაო არ ველოდი, ეგენი ყოფილან ხალხიო.

მაგრამ თქვენი პრობლემა რა არის იცით, პატივცემულო ხელისუფლებავ? ის, რომ ისიც არ გესმით თქვენთვის კარგი რა არის, რადგან პოლიტიკოსები კი არა ქოცები ხართ, კიდევ ქოცები და ქოცზე უფრო ქოცები! რაც იმას ნიშნავს, რომ ან თავად ხართ რუსეთუმე ფაშისტები, ან რუსის სალდათისთვის ფეხისგულების ფხანა გგონიათ სიბრძნე და გონიერება, ანუ უბრალოდ ყველაფერი ის ხართ, რასაც საშუალო სტატისტიკური ნაცი გულისხმობს სიტყვა “ქოცში”.

 

თეგები: დავით ზურაბიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved