ჟურნალისტი, ვახო სანაია:
‘ან ხელისუფლების შეცვლა გინდა ან ქოცი ხარ. მესამე ამ ეტაპზე არ არსებობს.
ორივე გადავხაზე; არ წავედი; ის არ მომწონს, ეს არ მომწონს; არჩევანი არა მაქვს; აუ, 5-იანს ვერ შემოვხაზავ; ნაცების ხომ აყალბებდნენ – ეგ ყველაფერი სისულელეა.
ვისაც ხმას ვაძლევ, ყველა რომ მომწონდეს და უცოდველი იყოს, ეს ალბათ მხოლოდ სამოთხეში მოხდება.
უბრალოდ უნდა გესმოდეს – ან ართმევ აბსოლუტურ ძალაუფლებას ივანიშვილს და შანსს უნარჩუნებ ქვეყანას ან ქოცი ხარ და გინდა ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის, რაც თანდათან კიდევ უარეს ფორმებს მიიღებს.”
კომენტარები