• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ან ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა შემოიყვანეს – ლაგაზიძე მიხეილ სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
11:51 10-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“ორი ვერსიაა – ან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და ირიბად გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მისი საქართველოში შემოსვლას” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის უკვე საქართველოშია. 

როგორც ლაგაზიძემ “მთავარი არხის” ეთერში თქვა, მიხეილ სააკაშვილი რა გზითაც არ უნდა ჩამოსულიყო ქვეყანაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილია.

“რამდენიც არ უნდა ამტკიცოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, გეტყვით, რომ მიზანი მიღწეულია, გამომდინარე იქედან, რომ გარწმუნებთ, სახელმწიფო სტრუქტურები სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილია ამ განცხადების და ვიდეოს გავრცელების შემდეგ. რაც მთავარია, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ სააკაშილი საქართველოშია. 

აქ ორი ვერსია შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი თანაბრად. პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და მან ირიბად გაუხსნა გზა სააკაშვილს საქართველოში. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” დღევანდელი ლიდერშიფის ბედი იოლი წარმოსადგენია. მეორე ვერსია გახლავთ ის, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. ორივე შემთხვევაში ფაქტი გახლავთ ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილი ამ წუთისთვის. მათი ხელისუფლება ფაქტობრივად დამთავრდა, თუ ამასთან გვაქვს საქმე”, – თქვა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved