• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს” – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:19 03-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა კანონზე მსჯელობა იმის გამო დაიწყება, რომ თუ ცდუნება იქნება, ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს, ეს კარიც ამოიქოლოს.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, როგორც 2017 წელს არსებობდა – ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი. ჩვენ მოვიჭერით გზა და იმ ხალხს მოვუჭერით გზა, რადგან თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ვეტყვით, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. ახლა კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუკი როდისმე იქნება იმის ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, ეს კარიც ამოვქოლოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან მკაფიო პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების გამიჯვნა ლგბტ პროპაგანდისგან.

„ჩვენ მკაფიო პასუხი მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და ლგბტ პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, საქართველოს ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით უნდა შეძლოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

„ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა – ასე არ უნდა დადგეს საკითხი. არც დგას, არც დავაყენოთ, არც ვიკადროთ! თუ ასე დადგება საკითხი, ეს არის დამაზიანებელი, დამანგრეველი. ამიტომ, იმედი მაქვს, ვერავინ გაგვიბედავს, რომ ამ ღირსეული მიდგომების გამო ასე დაგვიყენოს საკითხი. ჩვენ ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით, ღირსებით, ტრადიციების დაცვით, ეროვნული იდენტობით, ქრისტიანული ღირებულებებით შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved