• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამხელა მოცულობის სანქცირებული ნავთობის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე” – არახამია

ალია ავტორი - ალია
21:18 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
675

უკრაინული ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია  ბათუმის პორტში შესულ ტანკერთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. 

“მე მოვისმინე ოფიციალური თბილისის განმარტება, რომელიც არც თუ ისე დამაჯერებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთს აქვს თავისი წვდომა პორტებთან და მაგალითად ამ ნავთობის გადატვირთვა მათ შეეძლოთ ნოვოსიბირსკის პორტიდან.  ასე მაგალითად, მე ვიცი, რომ მოპარული მარცვლეულის ნაწილი ოკუპირებული მარიუპოლიდან უკვე მიემართება სხვადასხვა პორტებისკენ.

ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ივანიშვილის და ევტუშენკოვის – უკვე სანქცირებული პირის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი განიხილავენ ამ მარცვლეულის სხვადასხვა გზებით გადატანის საკითხს.  რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ მარცვლეულზე, რომელსაც უკრაინიდან იპარავენ და იგივე ხდება ნავთობზეც.”

“ჩვენ ხომ ვიცით რომ ამხელა მოცულობის სანქცირებული ნავთობის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე.  ვიღაცამ ამის ნებართვა გასცა და ამ ნავთობის დატვირთვა, დაყოვნება, პორტში შესვლა  – ყველაფერი ეს ახლა შესწავლის საგანია.  ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა ბიზნეს ინტერესები იკვეთება მათ შორის ხელისუფლების მხრიდან.  ყველა გადარიცხვა და ფულის მოძრაობა შეისწავლება სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც შეერთებული შტატების ასევე ევროკავშირის სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ სიმართლე მალე დადგინდება და  და ჩვენ ყველანი ვნახავთ რა ხდება რეალურად.

მე არაერთხელ  ვთქვი მანამდეც, რომ საქართველოს ხელისუფლება  შემჩნეულია რუსეთთან თანამშრომლობაში. აქვე უნდა აღვნიშნო რომ ყოველივე ეს არ ეხება ქართველ ხალხს. ვიცი რომ ბიზნესებიც კი უარს აცხადებენ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, რადგან ხვდებიან რომ ამით აგრესორ ქვეყანას ეხმარებიან. იმავეს თქმა არ შემიძლია საქართველოს ხელისუფლებაზე.  ამიტომ ყველა ამ პროცესს ფარდას ავხდით იმისთვის რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ვისთან და რასთან აქვთ საქმე” –  ამბობს დავით არახამია. 

თეგები: დავით არახამიასანქცირებული გემისაქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved