• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა” – მანდატურები სკამზე დაჯდომის გამო ადამიანებს თავს ესხმიან

ალია ავტორი - ალია
13:50 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238
პუბლიკას დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, მანდატურებმა, სასამართლოს დერეფანში დააკავეს, სოციალურ ქსელში, წერს:
კარგად ვარ მეგობრებო, უბრალოდ ჩემს ჩემს თანამემიწაწყლე მატიაშვილს (ქიზიყელი ყოფილა) ნერვებმა უმტყუნა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნოდარ ჩაჩანიძე სასამართლოს დერეფანში სკამზე დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ ეს სკამები, სწორედ ამ საქმისთვისაა – დასაჯდომად, მაგრამ ნოდარს მოსთხოვეს ადგომა და წასვლა. ჩაჩანიძე შეეკამათა. ამ დროს საქმეში ჩაერთო მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი.
ეს კაცი ზოგადად აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი – ნოდარს უყვიროდა რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა.
დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ ქოცებმა გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს.
ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში. მერე შემათრიეს იმ თავიან ოთახში.
მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად ფასვორდი მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი “უკანონო” ვიდეო. ნოდარის გამოსროლის. სულ ეს იყო. მეორე მხრიდან გამომიყვანა ერთერთმა მანდატურმა და მთხოვა ცოტა ხანს აღარ შემოხვიდეო. ალბათ თავისი უფროსის დაწყნარებას უცდის. დაალევინებენ ალბათ რამეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved