„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ქართული ფილმი “დაკარგული სამოთხე” ხომ გახსოვთ? “გაცოცხლებული” მიქელა კალმახიძე რომ ამბობს: “სუფრის თამადამ წმინდა გიორგიმ ამბაკო ქარქაშაძის მამა ხბოდ აქციაო…” უამრავი წმინდა მიქელა კალმახიძე ცოცხლდება საარჩევნოდ თავისი ახალ–ახალი დაპირება–ტყუილებით, რა პრობლემაა, 28 წელმა ხალხს ჭკუა ასწავლა თუ რა, ისევ ისე სჯერა უმრავლესობას აფერისტების… არც მათ წარსულ ცხოვრებას აკვირდებიან, არც მომავალში რა უნდათ აკეთონ პარლამენტში… სამაგიეროდ ის პარლამენტში იმიტომ უნდა შევიდეს, რომ კარგი მსახიობია, ის კარგი ფეხბურთელი იყო, ის კარგ ლექსებს წერს და ა.შ. ჰოდა შედეგიც ლოგიკური და შესაბამისია, ვართ ასე კალმახიძეების ჩექმასავით, ხან ერთი რომ წამოიცმევს და ხან მეორე…“
კომენტარები