• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომაც არის ბრიყვი ის, ვინც კანონს უჭერს მხარს და იმედი აქვს, თვითონ სუფთა გამოძვრება” – შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
16:49 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156
მწერალი, ალეკო შუღლაძე:
კანონები, რომელიც კონტროლსა და ზეწოლას ისახავს მიზნად, მიღების მერე, რაღაც ხანი ზედაპირზე აღარ ჩანს ხოლმე. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ კანონებით ეგრევე საჯაროდ მოხდება ხალხისა და ორგანიზაციების გასამართლება და ხალხი ცხელ გულზე მიტინგებს გააგრძელებს. მისი მიმღები ისე მოიქცევა, რომ ხალხს ეს მიავიწყდეს…
და ამის მერე დაიწყება პროცესი. კაფკას „პროცესი“ ამის უმშვენიერესი მაგალითია. ვისი და რისი გასამართლება მოხდება ამ კანონით, ჩვენ ვეღარ გავიგებთ. ჩვენ ვეღარ დავესწრებით ყველა პროცესს, სადაც ეს კანონი იქნება გამოყენებული. როგორც „პროცესშია“, მიმღებს საერთოდ ვერ ვნახავთ, იქნება მანქანა, დღეს ერთი პროკურორი, ხვალ მეორე მოსამართლე და ვერცერთი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს. პროტესტი შეუძლებელი გახდება. ის კი იმუშავებს, მოახდენს ზეწოლას, დაბლოკვას, კონტროლს…
და აქ ერთ პარადოქსს წავაწყდებით: ისინი, ვინც ახლა უჭერენ მხარს, ადრე თუ გვიან, თავად მოხვდებიან ამ წნეხში (ხომ გახსოვთ, ვინც ხვრეტდა, მერე ისინი დახვრიტეს). მათი ახლობლები და ნათესავები დაიჩაგრებიან. და ვერც ისინი მიხვდებიან უკვე, რა იყო ამის მიზეზი. უფრო მეტიც: მთავრობა, რომ შეიცვალოს და ახალმა მთავრობამ კანონი არ გააუქმოს (ახლა არ მითხრათ, რატომო), თავად ახალი ხელისუფლება გამოიყენებს ამ კანონს უკვე თავის სასარგებლოდ. ხვდებით? ვინც ამ კანონს მიიღებს, თავად აღმოჩნდება მოღალატე, ასეთი ბოროტული ბერკეტი კი სხვის ხელში გადავა. ამიტომაც არის ბრიყვი ის, ვინც კანონს უჭერს მხარს და იმედი აქვს, თვითონ სუფთა გამოძვრება. შანსი არ ექნება, არანაირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved