• რეკლამა
  • კონტაქტი
11:52, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამიტომ არ დაელოდა ღარიბაშვილი 24 ივნისს და გადმოიტანა პარლამენტში შეხვედრა 22 ივნისს“

ალია ავტორი - ალია
14:05 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,008

გიორგი ჯავახაძე, ალია

„ალიას“ დაუკავშირდა ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ გუნდიდან,
რომელსაც ვინაობის დასახელება საჯაროდ არ სურს:

„მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიციაც, ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა მოახერხეს და აპოლიტიკურს დაამსგავსეს 20 ივნისის აქცია, ერთი ლაშა ბუღაძემ ამოიკნავლა, პრეზიდენტმა უნდა გაათავისუფლოს გვარამიაო, მაგრამ სანამ ამას იტყოდა 55 ბოდიში თქვა, ამ წინადადების მერე ისევ 55 ბოდიში თქვა და არაერთხელ გაიმეორა, ეს მხოლოდ ჩემი აზრიაო. არადა, მარტივი ფორმულაა – ევროპა ითხოვს პოლიპატიმრების თავისუფლებას, რადგან, რამდენი ცოდვაც უნდა გვახსოვდეს გვარამიასი და სააკაშვილის, „ოცნებამ“ იმდენი გააკეთა, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები ევროპელების თვალში, ერთს კოსტუმების გამო სასამართლო პროცესს უმართავს და მეორეს სამსახურის მანქანით შვილების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანას ედავება – ოცნებამ არ დაუმტკიცა დასავლეთს, რომ ან სააკაშვილის, ან მით უფრო გვარამიას წინააღმდეგ რამე ტიპის მტკიცებულებები გააჩნია – შესაბამისად, დასავლეთი ითხოვს დღეს უკვე მათ გათავისუფლებას. დასავლეთი ითხოვს სამართლიან სასამართლოს და ამბობს, რომ ოლიგარქია გადაფარებული სასამართლოსაც, ეკონომიკასაც და პოლიტიკასაც და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია – კარგი, ოცნება იძახის, რომ არ იცის, ვინ არის ის ოლიგარქი, ვისგანაც დეოლიგარქიზაციას ითხოვს დასავლეთი, მაგრამ ევროპარლამენტართა რეზოლუციაში ხომ გარკვევით წერია, რომ ოლიგარქი ივანიშვილი იყენებს გავლენებს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე,
მედიაზე, დევნის მედიას და პოლიტიკურ ოპონენტებს, აქვს ბიზნესკავშირები კრემლთან და ამიტომ რეკომენდაციას იძლევა მისი სანქცირების? იქ ხომ არაფერია სადაო, ხომ წერია ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი? – თუ სხვა ბიძინა ივანიშვილია ის და პირადი ნომერი და ფეხის ზომა არ ემთხვევა? ხომ ითხოვს ამ ოლიგარქის, ივანიშვილის ჩამოშორებას დასავლეთი პოლიტიკიდან? ხოდა, როგორია, ახლა ამ „აპოლიტიკურ“ აქციაზე, მოითხოვო მიშას თავისუფლება და ივანიშვილის სანქცირება, ან ივანიშვილის მთავრობის გადადგომა? ივანიშვილის მთავრობა უარს ეუბნება ევროკავშირს ღიად – ეს რომ არ მოითხოვო, აბა, ისე გამოსვლას და დგომას რა აზრი აქვს? კარგი, მოითხოვ ივანიშვილის მთავრობის გადადგომას, მაგრამ როგორია ამ აქციაზე მოითხოვო მიშას და გვარამიას თავისუფლება და არ შეგეშინდეს, რომ ხალხი აღარ გამოგყვება?

ძალიან უცნაური მოცემულობაა ახლა, ხალხი, რომელიც ამ აქციაზე გავიდა, თითქოს თავს
იმართლებდა და წერდა, რომ აქცია აპოლიტიკურია და ამიტომ მიდის, იგივე ხალხმა, იგივე აქციიდან რომ დაბრუნდა, მხრები აიჩეჩა, კი, კარგი მუხტი იყო, მაგრამ აბა, მოთხოვნები ვერ გავიგე კარგად, არ იყო მკაფიო მოთხოვნები და ასე მოთხოვნების გარეშე რა გამოვაო! ეშინიათ, გენაცვალე, მაგ მოთხოვნების წამოყენების, ეშინიათ, იმდენი წელია ესმით, არ გამოდის ხალხი პოლიტიკურ მოთხოვნებზეო, ეშინიათ იმის გაჟღერებაც კი, რასაც დასავლეთი ითხოვს. თუმცა,
ხალხს თუ ნაცარს არ შეაყრიან თვალებში და თუ დრო არ გაჰყავთ მხოლოდ, მაშინ აუცილებლად მოუწევთ პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერებაც და გამართლდება მათი შიში, თუ არა – ვნახოთ.

ჩემი აზრით, 24 ივნისს არ უნდა დალოდებოდნენ, 24 ივნისს უკვე დამდგარი იქნებოდა შედეგი, ამიტომ არ დაელოდა ღარიბაშვილი 24 ივნისს, გადმოიტანა პარლამენტში შეხვედრა 22
ივნისს და კარგად გამოლანძღა ევროპა და უარიც შეუთვალა ყველა პირობაზე, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად აღარ მოგვცემენ სტატუსს… ოპოზიციურად განწყობილ ძალებსაც ასე უნდა ექნათ და 24 ივნისს კი არ უნდა დალოდებოდნენ, ყოველ დღე უნდა ეჩვენებინათ ხალხის ძალა ხელისუფლებისთვის და დასავლეთისთვის და იქნებ დღეს პრემიერს ვეღარ გაებედა პარლამენტიდან ევროკავშირისთვის საჯაროდ უარის თქმა.

ბეწვის ხიდზე მოუწევს ოპოზიციას გავლა, მათ პოლიტიკურ მიზნებს უნდათ აპოლიტიკური აქციებით მიაღწიონ, ხალხიც იგივეს ითხოვს, პრინციპიში, აქცია იყოს აპოლიტიკურის სახელით, მაგრამ მოვიშოროთ ყველა ის პირი, თუ პირობა, რაც ხელს გვიშლის ევროკავშირის გზაზე და რაც გვტოვებს რუსეთთან მარტოს.

 

„ივანიშვილს ხალხის რისხვაზე მეტად პუტინის რისხვის ეშინია, რადგან პუტინი თუ გაუბრაზდება…“ – რას უყვებიან „ალიას“?

თეგები: 20 ივნისიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved