• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამით პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის არაფერს ნანობს და ერთგულად აგრძელებს პარტიულ ხაზს” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
03:12 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

“გასული წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი ეროვნულ პრემიაზე.

თავისთავად, სახელწოდება “ეროვნული პრემია” რაღაც ზეპარტიულს გულისხმობს. თუმცა, იქვე შედგა საკონკურსო კომისია (იხ. ქვემოთ), რომელსაც პარტიული “სუნი” ძლიერ ასდიოდა. ეს შემდეგ საქმეშიც დადასტურდა.

პრეზიდენტმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ეროვნული ერთობისა თუ თანხმობის მისაღწევად პროცესი წამოიწყო, ეროვნული პრემიით დააჯილდოვა “კარტოგრაფების საქმის” ინიციატორები – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ბნ. ხორბალაძე და ბნ. გორგოძე.
შეგახსენებთ, პროკურატურის, ღარიბაშვილის და მთელი სახელისუფლებო რგოლის ნარატივი ეყრდნობოდა ამ ორი ადამიანის (პლიუს მამა კირიონის) “არგუმენტებს”.

აი, ეს ხალხი დააჯილდოვა ქნ. პრეზიდენტმა. ერთი მხრივ მეჭიაურთან, ზილფიმიანთან, შატბერაშვილთან და სხვა არარსებულ პოლიტიკოსებთან შეხვედრებითა და მეორე მხრივ ბნ. ხორბალაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოებით ეროვნული თანხმობა არ მიიღწევა.

ოპონენტები შეიძლება შემედავონ და პოპულისტურად შემახსენონ, რომ ზემოხსენებულმა პიროვნებებმა შექმნეს “ოფიცრის ატლასი”, შემახსენონ ქართველი ოფიცრის ღირსების დაფასების აუცილებლობა და სხვ. მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან კონკრეტულად ბნ. ხორბალაძემ ფეხქვეშ გათელა ქართველი ოფიცრის ღირსება. ჯერ ხომ უდანაშაულო ხალხს შეუკერა საქმე და შემდეგ სუსის ფაილებიდან გავიგეთ, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიმაკოვის ფონდთან იყო კოორდინაციაში გარეჯის საქმის მსვლელობისას.

ნაცვლად იმისა, რომ შესაბამის სტრუქტურებს პრიმაკოვის ფონდთან შეხვედრები გამოეძიებინათ, “საყოველთაო შემრიგებელმა” პრეზიდენტმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც საზოგადოების ყველაზე დიდი დაყოფა და უკიდეგანო სიძულვილი გამოიწვია.

ახლა თქვენ იკითხავთ, ეგება ამ ხალხმა რაღაც არნახული შექმნა და ჩვენ გარეჯის თემა მაინც უნდა გავმიჯნოთ “ეროვნული პრემიისგან”. ეს როგორ იმიჯნება არ ვიცი, მაგრამ ასეთ ხალხსაც გავცემ პასუხს.
პრემიის დებულებაში წერია: “საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.”

მე ვსვამ კითხვას – რა წვლილი შეიტანა “ოფიცრის ატლასმა” მსოფლიოს ან თუნდაც საქართველოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში? სად და როდის მოიპოვა საყოველთაო აღიარება? ამაზე მიპასუხებს ვინმე?

უფრო მეტიც, “ოფიცრის ატლასი” რეალურად 2013 წელს გამოიცა, ხოლო 2020 წელს ის ხელმეორედ დაიბეჭდა. თუ მისი დაჯილდოება სურდათ, ეს 2013 წელს უნდა გაეკეთებინათ. მეორე გამოცემაზე არავის აჯილდოებენ. მაგრამ არა, 2020 წელს აღნიშნულმა ბატონებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს უნდა დაეფასებინა კომისიას.

კიდევ უფრო ჩასაფრებულებმა შეიძლება იკითხონ, ეგება არ იყო უკეთესი არაფერი წარდგენილი ამ პრემიაზე და რაც იყო იქიდან საუკეთესო დააჯილდოვესო.

ამაზეც გაგცემთ პასუხს. ჩვენ პრემიაზე წარდგენილი გვქონდა ორი წიგნი:

1 ალექსანდრე მიქაბერიძის Napoleonic Wars: A Global History, რომელიც Oxford University Press-მა გამოსცა, აშშ-ში აღიარეს წლის საუკეთესო ნაშრომად სამხედრო ისტორიის სფეროში და სრულიად თამამად ვიტყვი, რომ ქართველი ისტორიკოსის ნაშრომს ამხელა საერთაშორისო აღიარება არასდროს ჰქონია;

2 ტიმოთი ბლაუველტის წიგნი ნესტორ ლაკობაზე, რომელიც აფხაზეთის 1920-30-იანი წლების ისტორიას აღწერს და რომელიც მსოფლიოს წამყვან რუტლიჯის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ის სულ მალე იქცევა მთავარ წიგნად აფხაზეთის ისტორიის კვლევაში, მსოფლიო მასშტაბით.

ორივე წიგნი ინგლისურ ენაზეა დაწერილი, ხოლო კომისიაში მხოლოდ ერთი ისტორიკოსი იყო – ჯაბა სამუშია, რომელმაც არც ერთი უცხო ენა არ იცის. ამასთანავე, ბნ. სამუშია ოცნების პარტიული კადრია და აქტიურად იღებდა მონაწილეობას გარეჯის საქმის შეკერვის პროცესში (იხ. ქნ. ტოკლიკაშვილის პროპაგანდისტული დოკ. ფილმი გარეჯზე).

აი ასე ესმით საქართველოში “ეროვნული პრემია”. ვის აჯილდოებენ და ვინ აჯილდოებს – პარტიის მიღმა რაც გინდა გააკეთე, ყოველთვის გერი იქნები. ერთი ვიწრო ჯგუფისაა სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. ჩვენ მისი ნაწილები არ ვართ. ხოლო ეს ჯგუფი ჩვენს სახელმწიფოს სამარცხვინო მდგომარეობაში ამყოფებს. ჯილდოვდებიან დასასჯელები, ხოლო იგნორირდებიან საყოველთაოდ აღიარებულები.
ეს ეპიზოდიც გვახსოვდეს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ “გამაერთიანებელ” შეხვედრებს ხბოს აღტყინებით რომ შევხედავთ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს სწორედ ქნ. პრეზიდენტმა დაიწყო გარეჯის გარშემო მთელი ეს უბედურება, როდესაც გარეჯის ქედზე შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად გამოჩნდა და ალიევს ულტიმატუმებით მიმართა. მას შემდეგ შეუწყდათ უდაბნოს მონასტერზე ქართველ მომლოცველებს წვდომა.
ეროვნული პრემიის “კარტოგრაფების საქმის” ავტორებისთვის მინიჭებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის საერთოდ არაფერს ნანობს და ერთგულად აგრძელებს პარტიულ ხაზს.”

…

მოგვიანებით, ბექა კობახიძე კიდევ ერთ წერილს წერს:

“ჩემს პოსტთან დაკავშირებით, ზომაზე მეტად გაბრაზებულმა ბნ. სამუშიამ “უწიგნური” მიწოდა, წიგნი არ გადაუშლიაო.

კაი ბატონო, ეგრე იყოს, მე ვარ უწიგნური და თავად წიგნიერი. ამიტომ, ვთავაზობ სატელევიზიო დებატებში ერთი ერთზე დაჯდომას, ხვალ ან ზეგ, სადაც განვიხილავთ მის მიერ შეფასებულ წიგნებს და ეროვნული პრემიის ბნ. ხორბალაძეზე გაცემის ლოგიკას.

მარა ვერ დამიჯდება, რადგან აფასებდა წიგნებს, რომლებიც წაკითხული არ აქვს. როგორც მე ვერ წავიკითხავ ჩინურ ლიტერატურას, ისე მას არ წაუკითხავს მიქაბერიძის და ბლაუველტის ინგლისურენოვანი წიგნები. არა, ინგლისურის არცოდნა სირცხვილი კი არ არის, მაგრამ რაც არ იცი სად მიძვრები? ვიკადრებ მე ჩინურენოვანი ლიტერატურის შეფასების კომისიაში შეძვრომას? არ ვიკადრებ.

ეს პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ეკუთვნის, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრეზიდენტმა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტა კომისიაო.”

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved