• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამისთვის დაიწყვიტა ხალხმა ნერვები? ფიქრობენ, რომ ჩვენი თვითმიზანი ამათი უკანალებისათვის რბილი სკამების მოპოვებაა?” – ქეთევან ენუქიძე

ალია ავტორი - ალია
18:38 08-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

“დომინოს რომ თამაშობს ორი ტიპი და თამაშის დასრულების შემდეგ ქვებს ერთმანეთში ურევენ, ზუსტად ეგ სჭირს პოლიტელიტას…

მეუბნებიან, კარგია ხელისუფლებას შემომწყრალი ტიპები ოპოზიციის მარაქაში რომ ერევიანო;

იქ გამდიდრებულები აქეთ რომ გამორბიან და ისევ ხელისუფლებას უმიზნებენ ოპოზიციური ხმების და იქ ნაშოვნი ფულის წყალობითო…

მაგრამ ჩემი შეზღუდული გონებით ვერ ვხვდები ვისთვის და რისთვისაა ეს კარგი?

ხელისუფლებაში, ერთი ნაგვის ნაცვლად, მეორე ნაგავი რომ მოვიდეს?

ვითომ ფერში (ცისფერი vs წითელი) ჰგონიათ პრობლემა?

მთავარი მიზანია და საშუალებები – ჯანდაბას?

ვისთვის?

მე ჯიუტად არ მაინტერესებს, ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში, თუ ამ მწვერვალზე გატურტლულები ავლენ და მორალურ უპირატესობას დაკარგავენ…

ნუთუ თვითონ ჰგონიათ, რომ ამისთვის დაიწყვიტა ხალხმა ნერვები?

ვითომ, ფიქრობენ, რომ ვბედნიერდებით ამათი ლივლივით უაღრესად დაბინძურებულ ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი თვითმიზანი ამათი უკანალებისათვის რბილი სკამების მოპოვებაა?

მე დავკარგე ზღვარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის…

ზღვარი ჩინოვნიკურ და პარტიულ იერარქიებს შორის;

ნათესაურ-მეგობრულ-გავლენის წრეებსა და ნეპოტიზმს შორის…

არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე და მეც ნურავინ მომახვევს…

ფრაზა – “დღეს ეს საუკეთესო გზაა” – გულს მირევს…

პატივი ეცით იმ ადამიანების გონებას, რომლებსაც ამ გზაზე ბევრჯერ უნახავთ თქვენი დაცემა, წამოდგომა კი – არც ერთხელ…

პ.ს. მართლა აღარ ვიცი, ვის უნდა მივცე ხმა…

ალბათ, თვალებს დავხუჭავ და ისე შემოვხაზავ”

თეგები: ქეთევან ენუქიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved