საქართველოში, ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
სენატორმა კარენ დონფრიდმა, განაცხადა:
“ჩვენი ელჩის მიმართ გამოთქმულ აღმაშფოთებელ კრიტიკაზე მინდა გითხრათ, რომ ის არის შეერთებული შტატების ფანტასტიკური წარმომადგენელი საქართველოში. ამის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები მკაცრად და მცდარად აკრიტიკებენ ელჩს, არ არიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ მთავრობასთან. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს დიდხნიან პარტნიორობას. ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში – განაცხადა დონფრიდმა.
კომენტარები