• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამის საფუძველი მისი უწმინდესობისა და იორდანიის მეფის თანხმობა იყო, ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვებოდა…”

ალია ავტორი - ალია
18:08 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, „ქრონიკასთან“, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ისაუბრა და თქვა:

„ამის საფუძველი მისი უწმინდესობისა და იორდანიის მეფის – მისი აღმატებულების თანხმობაა ამ საკითხზე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ინტერესი ამ საკითხისადმი. ეს პერიოდი იყო ამ დიდი ისტორიული მოვლენის მოსამზადებელი პერიოდი. რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო ძალიან ინტენსიურად იყო ჩართული. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულად მიჰყვებოდა ამ მიზნის შესრულების გზებს. ფაქტია, რომ ეს შედეგი ყველას უნდა გვახარებდეს, რადგან ეს ჩვენი წმინდა მიწაზე ისტორიული მოღვაწეობის გაგრძელებაა.

შექმნილია კომისია, რომელიც კონცეფციის შემუშავებაზე იმუშავებს. თუმცა, ამ კონცეფციის ძირითადი ჩარჩო ცნობილია. ეს უნდა იყოს კულტურული ცენტრი, სადაც მოეწყობა ქართული კულტურის მუზეუმი. მათ შორის დიდი ნაწილი ალბათ დაეთმობა სწორედ ქართველი სასულიერო პირების, საეკლესიო მოღვაწეების წმინდა მიწაზე ცხოვრების პერიოდს და იქ შექმნილ ქრისტიანულ მწერლობასა თუ კულტურის ნიმუშებს.

ეს იქნება კიდევ ერთი კერა, ადგილი, სადაც საქართველო შეძლებს თავისი კულტურის წარმოჩენას და ჩვენ ვიცით, რომ დიდი ნაწილი ქართული კულტურისა სწორედ ქრისტიანულ ღერძს მიჰყვება, მის ირგვლივ არის შექმნილი, მისით საზრდოობს, ამიტომ ეს ადგილი ძალიან შესაფერისი იქნება მისთვის. ადგილი თვითონ არის ძალიან ლამაზი. ახლოს არის მდინარე იორდანესთან. უშუალოდ ამ ნაკვეთთან არის მიბმული ჩასასვლელი სანაპიროზე, რომელიც არის ასევე ძალიან ლამაზი, გამწვანებული“

თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved