• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის მთქმელს ენას ამოგაძრობთ! კი, გემუქრებით!” – რა სქრინებს აქვეყნებს ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
20:04 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49,624
პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე, აქვეყნებს სქრინებს და წერს:
“აი, რაზე მინდა დაგელაპარაკოთ..
ამ ქვეყანას მლიქვნელი და ლაჩარი კი არ უკვირს, მაგრამ ის კი ნამდვილად მაკვირვებს, ასეთი რა უნდა დამემართოს, რომ სიმართლის თქმის შემეშინდეს.
ამ ბინძური დედაკაცის ღვარძლის ნიაღვარს ვხედავდე ჩემი მეგობრის მისამართით და გვერდი ავუარო..
ახლა გადავხედე საერთო მეგობრებს და მე შემრცხვა თქვეს ნაცვლად. საქმე ჩემში კი არაა, საქმე თქვენშია, თქვენ საცოდაობაშია. პირად ურთიერთობაში ჩემთან დამღლელ მლიქვნელობაში იხარჯებით და გამბედაობა არ გყოფნით სიცრუეს სიმართლე დაუპირისპიროთ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით მორალურ კომპრომისზე წავა, არც ახლა ვაპირებ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც თქვენი სიდედლე იმსახურებს.
ახლა საქმე –
როდესაც შუაში არ ყანყალებ და მკაფიო პოზიცია გაქვს, ცხადია, საწინააღმდეგო პოზიციის მქონე უკულტურო ადამიანები ისე გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს რა აღზრდაც აქვთ. ეს არ მიკვირს. არც ის მიკვირს პოზიციის დაფიქსირება რომ გევალება და პატრიარქის ფუნქციას ითავსებ, ნეიტრალურ შეფასებებს სიტყვებს უძებნი და სილაჩრე სასაცილოს გხდიდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ვინმეს შვილს ცილს სწანებდნენ, ამას ვხედავდე და ამ შემთხვევაშიც ლაჩარი ვიყო. მე რომ ვინმეს არ მოვწონდე, რა გასაკვირია. ან, ჩემი აბსოლუტური სიყვარული რატო უნდა მეფობდეს, როდესაც ამბიცია მაქვს, რომ სინდისის კარნახით ვიცხოვრო, მაგრამ ყველა გაგებით და პარამეტრით ზნედაცემული მაია ორჯონიკიძის რამ შეგაშინათ?
ცხვრებივით რომ აყევით მის სტაჟიან ბინძურ ექოს, შინაარსი რატომ არ გაინტერესებთ? თუ უნარი არ გაქვთ თავად იაზროვნოთ?
როგორც დავით თარხან-მოურავი იტყოდა, დედის ხაზით სტაჟიანი მავნებელი, ჩემი ცხოვრების რევიზიას რომ ეწევა, ანტისახელმწიფოებრივი დამსახურებული მუშაკის ნაშიერი მე რომ მასწავლის როგორ უნდა მეცხოვრა და ვიცხოვრო, წარმოუდგენელ ბოდვებს რომ აზიარებს, თითქოს ვერ ხედავთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?
აქ შეგხვდებათ სქრინები, სადაც ადამიანები კი არა, ბრბო მსჯელობს არარსებულ ფაქტებზე და რაკი ყველა დაბრმავდით, თავად ვუპასუხებ
1-თითქოს მე გამრიცხეს სტუდენტური მოძრაობიდან და არ ვყოფილვარ სამეგრელოში აქციებზე”
პასუხი – ეგ სტუდენტური მოძრაობა ჩემი დაარსებული იყო, მე ვხელმძღვანელობდი და შესაბამისად, ვერავინ გამრიცხავდა. ზუგდიდში აქციებზე არ გამოვჩენილვარ კი არა, იქ ვცხოვრობდი, თავად ვატარებდი აქციებს, სადაც წესით,სხვები უნდა გამოჩენილიყვნენ. ან, ტელევიზიაში როგორ უნდა მეცადა გამოვჩენილიყავი, სად იყო მაშინ ტელევიზია? ორჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ორჯერვე დამაპატიმრეს.
2-მაია ორჯონიკიძის დედა, იზა ორჯონიკიძე, დიქტატორი გამსახურდიას გასამართლებას რომ ითხოვდა, მე მაშინ 6 პატიმრობა გამომატარა იმ სახელმწიფო საბჭომ, სადაც დედამისი შევარდნაძეს, ჯაბას და კიტოვანს ოსანას უმღეროდა. აქედან 6 თვე კგბ–ს იზოლატორში გავატარე 19 წლის ასაკში.
3-ხერხეულიძემ იცოდა მიშას ჩამოსვლის შესახებ და ზარს არ პასუხობდა-
ყველა გარეწარის გასაგონად – ვიცოდი კი არა, წარმოდგენა არ მქონდა ჩამოსვლის დროზე. ცალკე განსჯის საგანია ვინ იცოდა, რატო დატოვეს ადამიანი და რატო კვდება ახლა ტანჯვით ციხეში. პირიქით, ერთადერთი ვარ, ვინც მის ზარს უპასუხა მათ შორის, ვისაც დაუკავშირდა.
4-რატო დადის ხერხეულიძე მიშასთან ყველაზე ხშირად, თუ რაღაცაში არაა საქმე?”
მიხეილ სააკაშვილთან შესვლა არ შესვლას არ წყვეტს არავინ, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა
5-ასლან აბაშიძის მეგობარი”
ისე წარიმართოს მაია ორჯონიკიძის ზნედაცემული ცხოვრების ხანგრძლივობა, როგორც მე არამცთუ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავს ასლან აბაშიძე. მქონდა ქსეკ” სტუდენტური კავშირი, სადაც ვთანამშრომლობდით გიორგი თარგამაძის თბილისის ორგანიზაციასთან.
6-მთავარი, რამაც გადამაწყვეტინა ქუჩაში ამ სტატუსის დაწერა
“ხერხეულიძის ნარკომანი შვილები”?
ხომ ვერ მიმითითებთ, ჩემი რომელი შვილია ნარკომანი? ათასი სიბინძურე რომ გავატარო, ამის მთქმელს ენას ამოგაძრობთ! კი, სწორად წაიკითხეთ, გემუქრებით!
და ბოლოს, სიცოცხლის ბოლომდე გამოუცნობი დარჩემა ჩემთვის დაუნახავი, უმადური ადამიანების ქცევა. გაგიკვირდებათ და, ეს დედაკაცი, როგორც გაუბედურებული დედა, მე და გიგა ბოკერიას ძალისხმევით გათავისუფლდა ყველაზე დიდი დარდისგან.
მეტს აღარაფერს დავწერ, სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატანალი რომ ჰქონდეს.”
თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved