• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამის მოსმენა არც ,,ოცნებას” სიამოვნებს, არც ,,ნაცმოძრაობას” და არც სამარცხვინო მედიის წარმომადგენლებს” – გიორგი არჩემაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:18 07-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

გიორგი არჩემაშვილი – ჟურნალისტი, პოეტი:

,,ასზე მეტი ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდა, ათასობით წამებით სიკვდილის პირას მიყვანილი პატიმარი, რომელთა ნაწილი დღემდე ინვალიდია, საპროტესტო აქციების დროს უმოწყალოდ ნაცემი ათი ათასობით მოქალაქე – აი, ამ რეჟიმის შემქმნელები, დღეს სხვადასხვა პარტიების სახელით მოქმედი ე.წ. პოლიტიკოსები, სინამდვილეში სააკაშვილის ჯალათები, სექსუალურ უმცირესობებს ეფარებიან და გაიძახიან: ,,არა ძალადობას”!..

,,არა ძალადობას”-ს შეძახილით გამოდიან ის მედიასაშუალებებიც, რომლებსაც ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ, ერთხელაც არ გაუშუქებიათ პატიმრების წამების შემზარავი ფაქტები და მხოლოდ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის გამართლებით იყვნენ დაკავებულნი.

პრესაში, ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის წლებში, როდესაც მე ამ საშინელებებზე დაუფარავად ვწერდი და გაზეთის ფურცლებიდან მათ პირდაპირ ვუწოდებდი ჯალათებს, სადისტებს, დღევანდელი ,,ოცნების” ლიდერები: კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე და ა.შ. იდეალურად გრძნობდნენ თავს ,,ნაციონალების” მმართველობის პირობებში. მეტიც, მაშინ დაიწყეს კარიერული აღმასვლა და არასოდეს გაუპროტესტებიათ სააკაშვილის, ბოკერიას, მერაბიშვილის, ადეიშვილის, უგულავას და სხვათა ძალისხმევით შექმნილი არაადამიანური რეჟიმი. კიდევ უფრო სამარცხვინო ის გახლდათ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ქუჩაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მომწყობ ხელისუფლებას, დღეს ბევრისთვის საამაყო მერი, კახი კალაძე ნამოქმედარს უწონებდა და გვერდით ედგა.

უფრო შორს წავიდეთ: ჩემს თაობას კარგად ახსოვს შევარდნაძის მმართველობის პერიოდი, ყველგან, ყველა სფეროში გაბატონებული კორუფცია, სრული ქაოსი, სიბნელე, შიმშილი, ძარცვა-გლეჯა და ათასი უბედურება. ამას მოჰყვა სააკაშვილის მართლაც სისხლიანი ცხრა წელი… და სად იყო ამ დროს, მთელი 18 წლის განმავლობაში ,,ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი?

ვიდრე იმ ტანსაცმლიანმა გიჟმა, სამარცხვინო არსებამ, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფრის წართმევა არ დაუპირა, ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი ამ საცოდავ ქვეყანაში მიმდინარე საშინელი პროცესების გამო. როგორც კი მიხვდა, რომ საფრთხე უკვე მისთვის უმნიშვნელოს, ქვეყანასა და ხალხს კი აღარ ემუქრებოდა, არამედ მის პირად საკუთრებას, მაშინ გამოვიდა ასპარეზზე.

ეს არის ის მწარე სიმართლე, რომლის მოსმენა არც ,,ოცნების” ლიდერებს სიამოვნებთ, არც ,,ნაცმოძრაობის” შემქმნელებს და არც იმ სამარცხვინო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ერთხმად გაიძახიან: ,,არა ძალადობას”!..

სწორედ მათ მიერ შექმნილმა რეჟიმებმა მოუღო ბოლო ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს, სწორედ მათ გამოა, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ადამიანი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, სახელმწიფოს მრავალმილიარდიანი საგარეო ვალი აქვს, ქართული მიწები უცხოელებზე იყიდება, საკუთარ ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანები დევნილებად და უუფლებოებად იქცნენ…

ხვდებით მაინც, ვის უდგეხართ გვერდით? თითოეული მათგანი რეალურად თქვენი, თქვენი შვილების, ქვეყნის მტერია და არაფერზე დაიხევს უკან, რომ პირადი თუ პარტიული ინტერესები დაიკმაყოფილოს.

,,არა ძალადობას” – კი არა, ერთიანად გასატანები ხართ ამ ქვეყნიდან სამარცხვინო მედიაც და თაღლითი პოლიტიკოსებიც… ერთიანად გასატანები ხართ იმ სამარცხვინო გეი-აღლუმებისა და გარყვნილების პროპაგანდის მხარდამჭერები…

და კიდევ ერთი: ვგულისხმობ სხვადასხვა პარტიების აქტივისტებს, სხვადასხვა ხედვის ადამიანებს, ვისაც ეს მწარე სიმართლე გულზე მოგხვდებათ, გთხოვთ წყნარად დატოვოთ ჩემი გვერდი და არც შეეცადოთ ჩემს მიერ ნახსენები მართლა უღირსი არსებების დაცვას…

მე არ ვარ თქვენი მტერი…”

თეგები: გიორგი არჩემაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved