,,დროას” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა:
ივანიშვილის რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ რუსეთის ფსბ-შია დაწერილი. „დროა“-ს აკრძალვა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც აბსოლუტურად შეგნებულად, წინ უსწრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა.
რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი გულისხმობს არა მხოლოდ პროდასავლური პარტიების გაუქმებას, არამედ შეიცავს განაცხადს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განადგურების შესახებ. ეს სარჩელი ერთი ერთში, ციტატების დონეზე, იმეორებს რუსეთის დოქტრინას „ახალი რეალობების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.ამის მოსმენა არ უნდოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, თუმცა ფაქტები ყვირის, მათი მიჩქმალვა შეუძლებელია.
“ქართული ოცნების” ყველა “დეპუტატი”, რომელმაც ხელი მოაწერა კონსტიტუციურ სარჩელს, რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებსაც დიდი ალბათობით უკვე მზად აქვთ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რუსეთის გეგმას აწერენ ხელს.











კომენტარები