• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, რომელსაც ხელი მოვაწერე” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:19 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში:

მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ძვირფასო ბათუმელებო, მოგესალმებით აჭარლებო, უძველესი ქართული მიწა-წყლის ღირსეულო შვილებო.

რამდენიმე დღეში გაიმართება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, გავაგრძელებთ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების გზას, თუ კიდევ ერთხელ შეგვაბრუნებენ ომების, ნგრევის და უიმედობის დაუსრულებელ წრეზე. 

ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პირველი გზა; რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა; რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის. 

როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ამას ყველა ბუნებრივ მოცემულობად, მის შენარჩუნებას კი იოლ საქმედ მიიჩნევს; მაგრამ როცა მშვიდობას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ფასდაუდებელი, ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია. ბედის უკუღმართობით, ეს გრძნობა ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაგვეუფლა.  

თითოეულ ჩვენგანს გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა გავიგეთ რომ ცხინვალში, თბილისში, სოხუმში, შემდეგ ისევ ცხინვალში, კოდორში ტყვია გავარდა. ყველას გვახსოვს ის დამთრგუნველი შეგრძნება, როდესაც გავიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ყველას გვახსოვს როგორ ერთ წამში ფერმკრთალდებოდა ერთი ჩვეულებრივი ლაღი დღე და ვხვდებოდით, რომ შავ-თეთრი რეალობა დგებოდა. კიდევ ერთხელ ძაძებში იმოსებოდნენ დედები; კიდევ მეტად პატარავდებოდა მიწა-წყალი სადაც სალოცავად მისვლა შეგვეძლო; კიდევ ერთხელ ნანგრევებიდან აღსადგენი ხდებოდა ქვეყანა ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც. 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები და ნგრევა თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, რომელიც უცაბედად თავზე გვეცემოდა ქართველებს; და თითქოს ერთადერთი რაც შეგვეძლო, ამ ბედისწერასთან შეგუება იყო.

თუმცა ბოლო 12-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს. დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიჰყვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ.  

წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია. რის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა.

ამ დღეებში, ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო.

და რა იქნებოდა ეს თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები.  

სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე: შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს? გაჩუმდეს, როცა მას გაჩუმებას მოსთხოვენ და იყვიროს, როცა ააყვირებენ.  

მეგობრებო, მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალნენ საკუთარ ხალხს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. 

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ქართველებს ეს ბრძოლა არაერთხელ გამოგვივლია და სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე, რომ ყოველთვის გვიგრძნია ის მომენტი, როდესაც ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა უნდა გვეთქვა. 

26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმმა სხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა ლგბტ პროპაგანდას უნდა სძლიოს.

ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დასაცავად.

გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს! 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved