• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამის გამო მოკლეს თამაზ გინტური ოკუპანტებმა – რას წერს აშშ-ის მისია OSCE-ში

ალია ავტორი - ალია
13:42 11-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება:

 

“6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე, შემდეგ კი ეკლესიაში მივიდა, სადაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას.

სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა.

ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს. 1 ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ანუ IPRM, ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით 115-ედ შეიკრიბა. შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მოსაზრებას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე”,

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თეგები: თამაზ გინტური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved