• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის ახსნა მოგვიწევს ამ ბნელი, უცოდინარი და ქოცი ოროსნებისთვის” – ცისკარიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:29 08-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,618
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი:
უდიდესი ტრაგედია მოხდა შოვში!
დაღუპულების ოჯახებს მიღმა, დანარჩენებსაც უძლიერესი ტკივილი მოგვაყენა იმ უბედურმა დღემ.
ყელში ბურთი გვეჩხირება, როდესაც წარმოვიდგენთ, რა წამება გამოიარეს სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში დასასვენებლად ჩასულმა ადამიანებმა.
[წინასწარ ბოდიში, ცოტა გრძელი პოსტი გამომივა. ვეცადე, მაგრამ მეტი ვეღარ შევკუმშე]
ამ დროს რას ფიქრობს და რაზე ზრუნავს კოლექტიური ქოცი:
როგორ ‘გააპრავოს’ თავისი უმოქმედობა და დანაშაულებრივი გულგრილობა.
როგორ წარმართოს “პიარი” ისე, რომ ხალხს დააჯეროს, აბა, ჩვენ რა ვქნათ სტიქია ყველგან ხდება.
როგორ აირიდოს პასუხისმგებლობა და წარმოაჩინოს, თითქოს მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
მოდით, ამ ბოლო პუნქტზე შევჩერდეთ. რეალურად ესაა მთავარი.
საწყის ეტაპზე ქოც-პიარის მანქანა ჩაირთო შემდეგი მიმართულებით: ღვარცოფი მოვარდა, ხალხი მყისიერად დაიხოცა რა მნიშვნელობა ჰქონდა დღე მივიდოდით, თუ ღამე; ვერტმფრენით, თუ ურმით – ყველა წამიერად დაიღუპა.
ტყუილი!!!
ყველამ გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და ქოცმა ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში უბრალოდ მიატოვა.
გავიდა 2-3 დღე და წარმოიშვა ახალი კითხვები: ღვარცოფი ასე თავისით, მოწმენდილ ცაზე, მდინარის წინასწარი შეგუბების გარეშე ხომ ვერ გაჩნდებოდა?!
ამაზე რუსის მარიონეტულმა რეჟიმმა მოქოქა ახალი, აბსოლუტურად აბსურდული პროპაგანდა კლდეების და მყინვარების უცაბედ ნგრევა, დნობასა და მოვარდნასთან დაკავშირებით.
ერთი სიტყვით ზღაპრები!! ისევ მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ მიედავო რამის გაკეთება, მოსწრება, შეტყობინება, განგაშის ატეხვა და ხალხის ევაკუაცია შესაძლებელი ხომ იყოვო?!!
სინამდვილეში კი, საქმე იქნებოდა ძალიან მარტივად, სამწუხაროდ ტრივიალურად, ანუ შემდეგნაირად:
სტიქიის წინა დღეებში ძლიერად წვიმდა, მდ.ბუბასწყალი ადიდდა, ქვებით, მორებით, ლამით, ნაგვით სადღაც სოფლის თავზე კალაპოტი ჩახერგა და დაიწყო შეგუბება; ამას დაემატა მაღალ მთაში შემორჩენილი თოვლის და ყინულის დნობით გამოწვეული დამატებითი წყლის ნაკადი, რამაც ეს ხელოვნური ‘ტბა’, შეგუბება კიდევ უფრო გაზარდა.
რაღაც მომენტში, ანუ 3 აგვისტოს დღისით არსებულმა ‘ჯებირმა’ წყლის მასა ვეღარ შეაკავა.. ? დანარჩენი ჩვენი თვალით ვიხილეთ
შემორჩენილი თოვლის ამბავი მგონი გასაგებია, მაგრამ
გარემოს დაცვის ოროსანი იურისტების გასაგონად (მაინც რო ჰქონდეთ სამომავლოდ ინფორმაცია):
ზაფხულში ნებისმიერი მყინვარი დნობის პროცესს განიცდის (btw მათი ზომა ჰექტრობით არა, მხოლოდ კუბური განზომილებით შეიძლება აითვალოს). უბრალოდ ახალი სიცივეების დადგომამდე (სექტ-ოქტომბერში) ბოლომდე დადნობას ვერ ასწრებს. ამიტომ ჰქვია მყინვარი და ამიტომაა მთაზე სულ თეთრად.
საქართველოს განედზე და კლიმატურ პირობებში მყინვარები, ანუ მუდმივი ყოვლი და ყინული ზღვის დონიდან 3,700-3,800 მეტრზე იწყება. ალპებში თითქმის ერთი კილომეტრით დაბლიდან.
შემდეგ ლექციაზე ალბათ მთაში რატომ ცივა იმის ახსნა მოგვიწევს ამ ბნელი, უცოდინარი და ქოცი ოროსნებისთვის.
რომ შევაჯამოთ!
მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირლებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა.”
თეგები: პეტრე ცისკარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved