დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მშობლებს თხოვნით მიმართავს:
„ვთხოვ ყველა მშობელს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. სიცხიანი თუ იყო ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე.
ასევე, აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს თერმოსკრინინგი და დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია სასწავლო დაწესებულებისთვის.
თუ რომელიმე სკოლაში დაგვიფიქსირდება ინფექციის კერა, პანიკას არ უნდა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების რეკომენდაციის მიხედვით“
ცნობისთვის, დღეს საქართველოს დიდ ქალაქებში, ბავშვები სკოლაში მივიდნენ და სწავლა დისტანციურიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
კომენტარები