უკვე არის რამდენიმე ათეული, მაგრამ არა ასეული შემთხვევა ე.წ. განმეორებითი დაინფიცირების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიაში“ ისაუბრა.
„ამ ინფექციის ისტორია არის მხოლოდ 2 თვე, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 31 დეკემბერს ჩინეთში. ქცევა ამ ვირუსის ჯერჯერობით მაინც უცნობია. რაც შეეხება რეინფექციას, ანუ ხელმეორედ ინფიცირება, ტოვებს თუ არა ინფექცია იმუნიტეტს, ეს ჯერჯერობით კვლევის საგანია. არის უკვე რამდენიმე ათეული, მაგრამ არა ასეული შემთხვევა ეგრეთ წოდებული ხელმეორედ დაინფიცირების. როგორც ფიქრობენ, შესაძლებელია რეინფექცია მეორედ, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში“, – განმარტა გამყრელიძემ.
კომენტარები