• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამინდის პროგნოზი – ელჭექი, სეტყვა, ქარი – 19–22 ივნისი

მითები ამინდზე

ალია ავტორი - ალია
17:59 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ამინდის პროგნოზი
Facebook-ზე გაზიარება
1,679

ამინდის პროგნოზი 19-22 ივნისისთვის საქართველოში  – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. 


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),- წერია ინფორმაციაში.

მითები ამინდზე:

ყველაზე მეტად, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აინტერესებთ ადამიანებს, თუმცა, ძალიან საინტერესოა მითებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე, მრავლად დაგროვდა. მაგალითად, ბევრს სმენია, ალბათ, ფრაზა, რომ ელვა ერთი და იგივე ადგილს ორჯერ არ დაარტყამს.

როგორია რეალობა?

რეალობა ისაა, რომ ელვას რეალურად უყვარს მაღალი, გამტარი ობიექტები, ის ყოველთვის ეძებს უმოკლეს და ყველაზე მარტივ გზას დედამიწამდე დასაცემად. მას სულაც არ აქვს მეხსიერება რომ ახსოვდეს, როდის რას დაარტყა. თუ წინა დარტყმის შედეგად, ობიექტი აღარ იქნება ან მაღალი, ან გამტარი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი აღარ დაარტყას.

მაგალითად, ნიუ–იორკში ცნობილ ცათამბჯენს, Empire State Building–ს, ელვა წელიწადში 25–ჯერ არტყამს. Empire State Building-ი არის 443 მეტრის სიმაღლის (ანტენის ჩათვლით) ლითონისა და ფოლადის გიგანტური ნაგებობა. ის მთელ მანჰეტენზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია.

ზოგადად, გაელვება ჩვეულებრივ წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება და რამდენიმე კილომეტრს მოიცავს, თუმცა არსებობს ე.წ. „მეგა-ელვები“.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ დააფიქსირა რეკორდული ელვა, რომლის სიგრძეც 768 კილომეტრი იყო (აშშ-ში, 2020 წელს).

ეს ნიშნავს, რომ ერთმა ელვამ იმაზე დიდი მანძილი დაფარა, ვიდრე საქართველოა დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე!

საინტერესო ფაქტები სეტყვაზე

თუ სეტყვის დიდ მარცვალს შუაზე გავჭრით, ის ხახვს ჰგავს – დავინახავთ კონცენტრულ წრეებს (ფენებს). ამ ფენების დათვლით მეცნიერებს შეუძლიათ თქვან, რამდენჯერ ავიდა და ჩამოვიდა ეს კონკრეტული ყინული ღრუბელში.

სეტყვის ზემოთ-ქვემოთ ფრენა შეიძლება რამდენიმე ათეულჯერ განმეორდეს. სეტყვის მარცვალი მანამ ტრიალებს ცაში, სანამ იმდენად არ დამძიმდება, რომ ქარი მას ვეღარ აკავებს. სწორედ მაშინ სეტყვა მიწისკენ მოქრის.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფიციალურად რეგისტრირებული სეტყვის მარცვალი აშშ-ში (სამხრეთ დაკოტაში) ჩამოვარდა. მისი დიამეტრი 20 სანტიმეტრი იყო, ხოლო წონა – თითქმის 900 გრამი.

პატარა სეტყვა მიწაზე დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით ეცემა, ხოლო დიდ, რეკორდულ მარცვლებს შეუძლიათ 160 კმ/სთ სიჩქარე განავითარონ. ეს მაგისტრალზე მავალი მანქანის სიჩქარეზე მეტია!

 

თეგები: ამინდის პროგნოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved