• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს – „ხალხის ძალა“

ალია ავტორი - ალია
12:41 04-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
756

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს.

„სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.

სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა.

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved