• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკელ პარტნიორებს დეტალურად ვუთხარი – რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:55 08-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება თავად ამერიკისგან ელის შემხვედრ ნაბიჯებს, რადგან ის მსოფლიო გავლენის სახელმწიფოა. უფრო მეტიც კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს დეტალურად განუმარტა – რას ელის ქართული მხარე ურთიერთობების მოგვარებისთვის ამერიკელი პარტნიორებისგან.

„მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს და არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს და ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე სენატორს, კონგრესმენს და ელჩს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა მათ შორის, ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა. უსამართლო გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილები ახალო მთავრობაში. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ფაქტები, რომელიც იძლევა შეშფოთების საფუძველს, ასევე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, სამომავლო განვითარებაზე. რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე და როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, ეს ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში.

მე ასევე ძალიან გულწრფელად ვუთხარი სენატორს, კონგრესმენს, ელჩს, ის, თუ რას ველით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში. ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე აღვნიშნე შეხვედრაზეც და მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ამ ურთიერთობებში ბევრის შეცვლა არ შეუძლია. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია, სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება და როგორც აღინიშნა არაერთ შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ურთიერთობებში“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა იმედგაცრუება გამოხატეს იმის გამო, რომ მთავრობის მეთაურის მხრიდან ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო მზაობა ვერ დაინახეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved