• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკაში იარაღის პრობლემის შესახებ მკითხა, – ამდენი მსხვერპლია და რატომ არ იკრძალებაო…“

ალია ავტორი - ალია
01:50 01-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთმა კარგმა კაცმა ამერიკაში იარაღის პრობლემის შესახებ მკითხა, – ამდენი მსხვერპლია და რატომ არ იკრძალებაო…

ამ საკითხზე სწორი წარმოდგენა რომ შეგვექმნას…
“მეიფლაუერში” უნდა წარმოვიდგინოთ თავი –
ანუ იმ პირველ გემში, როცა ევროპელი კოლონისტები პირველად გადაჯდნენ ამერიკის კონტინენტზე და მისი ათვისება დაიწყეს…

ვინ ყო ეს ხალხი, ვინც იმდენად შემართული, უდრეკი და უშიშარი იყო, რომ თავისი ცოლ-შვილით გემზე ავიდა და… სრულ განუსაზღვრელობაში გაემგზავრა, მხოლოდ საკუთარი თავისა და ღმერთის იმედად… 1620 წელია… პირველი ინგლისური დასახლება ახალ ინგლისში (ახლა მასაჩუსეტსის შტატი, ქ. პლიმუტი)… (ცოტა ხნით ადრე, პირველი მცირე კოლონია ახლანდელ ვირჯინიის შტატში, ჯეიმსტაუნში გაჩნდა…).

ეს ხალხი – უაღრესად რელიგიური ხალხი იყო, პურიტანული ზნე-ჩვეულებებით, რომლებმაც არ მიიღეს ანგლიკანური ეკლესიის დოგმატი და პროტესტის ნიშნად დატოვეს ინგლისი – სრულიად უცხო და გაუგებარ მიწას მიაშურეს რელიგიური თავისუფლების საძებნელად. ეს ხალხი უდიდეს პატივს სცემდა ტრადიციებს (სარწმუნოება, ოჯახი, პასუხისმგებლობა და ა.შ.), რაც შემდგომ ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.|

ამდენად, ეს ხალხი – პროტესტის ხალხი იყო…
მათ მოუწიათ საკუთარი სიცოცხლისა და უდიდესი რისკის ფასად თანდათან აეგოთ სახელმწიფო: იარაღი მათი ცხოვრების, თავდაცვისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი იყო… როცა აშშ-ში წესრიგი დამყარდა… ი ა რ ა ღ ი დარჩა პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტად… თუ კანონის წინაშე კაცი თავს პირნათლად გრძნობდა, მას არასდროს დაუხევია უკან მოძალადე ჩინოვნიკისა თუ სხვა მძარცველის წინაშე… ამის თაობაზე უკანასკნელი 50 წლის განმავლობაშიც კი იმდენი საოცარი ისტორია (შემთხვევა) არსებობს, რომ გაგიკვირდებათ!…

აი, ესაა მოკლედ!
დიახ, საზოგადოება არაა სრულყოფილი, მასში უსამართლობის რაღაც დონე ყველგან და ყოველთვისაა, ეს აბოროტებს ადამიანებს და ისინი სჩადიან იმას, რასაც სჩადიან – კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ

საზოგადოების (იგივე სახელმწიფოს) არასრულყოფილება და უსამართლობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, ვერასდროს გახდება ადამიანების დამორჩილებისა და დაკნინების საბაბი… ადამიანები არ დათმობენ თავიან თავისუფლებებსა და პირად უფლებებს…

ამერიკელები – პურიტანების შთამომავლები არიან,
უმაგრესი დაუმორჩილებელი და თავისუფალი ხალხი, რომელსაც ისე ვერ მოექცევი, როგორც დღეს ქართველებს ექცევიან: გადმოგიღებს იმ თავის კუთვნილ და ლეგალური უფლებით მქონე იარაღს და…

სულ ესაა მთავარი!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved