• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკამ და რუსეთმა ყველაფერი კამფეტივით გავყავით და ეს ძღინკიანი საქართველო გვირევსო” – რას წერს მეტრეველი 9 აპრილზე

ალია ავტორი - ალია
15:46 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,485

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ყოველ 9 აპირლს მხვდება პოსტები, რომ ჩვენი მსხვერპლის გარეშეც საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა, გმირები კი არიან, მაგრამ კავშირის დაშლას ნუ დავიბრალებთ, რადგან საბჭოეთი გეოპოლიტკურმა სიტუაციამ დაშალა, ამერიკამ დაშალა, ეკონომიკურმა პრობლემებმა დაშალა და ა. შ. და ა.შ
აი, მე თქვენს ადგილზე ამაში ბოლომდე დარმწუნებული არ ვიქნებოდი. განა იმაში არ ვიქნებოდი დარმწუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გარე და შიდა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ სწორედ ის, რომ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ბევრში ჩვენი წვლილი გვაქვს და არცთუ უმნიშვნელო. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე გადამწყვეტი. ახლავე მოგახსნებთ, რატომ:
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერ კიდევ 1991 წლის ზაფხულში ამერიკა და მისი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს. ეს პირდაპირ თქვა მამა ბუშმა კიევში ვიზიტისას. ჯერ კიდევ არ იყო მაშინ ბოლომდე დასავლეთი ჩამოყალიბებული, რა ჯობდა მთთვის: საბჭოთა კავშირი დასავლეთისადმი ლოიალური გორბაჩოვით სათავეში, რომელიც მათ ლამის ყველა მოთხოვნას უსრულებდა (მთელი აღმოსავლეთ ევროპა დათმო), თუ დაშლა და გაურკვეველი მომავალი?
ამიტომ, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის გადაწყვეტილებაში საგარეო ფაქტორებზე მეტად შიდა პროცესებს და დაწყებულ ცენტრიდანულ მოძრაობებს მიუძღოდა უფრო დიდი წვლილი, რის შედეგადაც მოსკოვში ბევრისთვის ცხადი გახდა უკვე, რომ ამ ფორმით კავშირს ვეღარ შეინარჩუნებდნენ და რაღაც ახალი იყო მოსაფიქრებელი. აი, ამ ცენტრიდანულ მოძრაობებში კი მთავარ როლს სწორედ ჩვენ და ბალტიისპირელები ვასრულებდით.
მაგრამ საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლაში ჩვენ უფრო დიდი როლი გვაქვს, ვიდრე ბალტიისპირელებს და ამასაც ახლავე გეტყვით, რატომ:
როცა მამა ბუში კიევში საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე საუბრობდა, ის გულისხმობდა საბჭოთა კავშირს ბალტიისპირეთის გარეშე. როგორც იცით, დასავლეთს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები არასდროს უცვნია საბჭოეთის ნაწილად. ანუ ისინი გორბაჩოვს მაშინ ეუბნებოდნენ: კარგი ბიჭი ხარ, მთელი აღმოსავლეთ ევროპა რომ დათმე, ახლა ბალტიისპირეთიც მოიტა და ჩვენ მეტს აღარ მოგაწვებით, პირიქით მხარს დაგიჭერთ საბჭოეთის შენარჩუნებაში, ამ საქმეში გვერდით დაგიდგებით, ოღონდ ეს იქნება ახალი კავშირი უკვე 12 რესპუბლიკის სახით.
დასავლეთის მაშინდელი ეს პოზიცია პრაგმატული თვალსაზრისით სრულიად გასაგებია. მათ არ უნდოდათ მათთვის სასურველი გორბაჩოვი კუთხეში მიემწყვდიათ. მან ისედაც ბევრი დათმო და თუ კიდევ მიაწვებოდნენ, თავად რუსები დაამხობდნენ, ამიტომ მისი სახის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ, რადგან იცოდნენ, თუ გორბაჩოვი დაემხობოდა კრემლში ძალაუფლებას სამხედროები ჩააგდედნენ და ცივი ომი თავიდან დაიწყებოდა. გორბაჩოვს ამან მაინც ვერ უშველა და რუსებმა მისი დამხობა მაინც სცადეს 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს, მაგრამ გორბაჩოვმა ხელისუფლება შეინარჩუნდა და ახალი კავშირის პროექტი ძალაში დარჩა.
აი, აქ გამოყო ფეხი საქართველომ. ეს დიდი გეოპოლიტიკური შეთანხმება საფრთხის წინაშე სწორედ ჩვენი პოზიციის გამო დადგა. ქართვლ;ეები ახალ კავშირში ყოფნაზე თანახმა არ ვიყავით და დამოუკიდებლობა გვსურდა. უფრო მეტიც, უკვე გამოცხადებული გვქონდა დამოუკიდებლობა.
ბევრს გონია, რომ მამა ბუშის ცნობილი ფრაზა გამსახურდიაზე: ის დინების საწინააღმდგეოდ მიცურავს, ზვიადის გამონათქვამს უკავშირდება აგვისტოს პუტჩთან დაკავშირებით (გამსახურდიამ პუტჩი თავად გორბაჩოვის მოწყობილად გამოაცხადა ანუ საკუთარ თავს მოუწყოო. სასწაული შეთქმულების თეორია დადო). კი მის ამ გამონათქვამს გამოეხმაურა ბუში ამ ფრაზით, მაგრამ ეს ფრაზა არა გამსახურდიას ერთ გამონათქვამს, არამედ მთელ მის პოლიტკას ეხებოდა. ანუ ის ამბობდა: აქ ჩვენ დიდი ბიჭები, ამერიკა და რუსეთი დავლაგდით, ყველაფერი კამფეტივით გავყავით და გადავანაწილით და ეს ძღინკიანი საქართველო გვირევსო. ეს იყო მამა ბუშის ნათქვამის აზრი.
ჰოდა, ახლა თქვენ მიპასუხეთ, ჩვენ რომ არ აგვერია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? რატომ ხართ დარმწუნებული, ჩვენ რომ დავთანხმებულიყავით ახალ გაერთიანებაში ყოფნას, ეს გაერთიანება სიცოცხლისუნარიანი არ იქნებოდა?
ჰოდა, სწორედ 9 აპრილი და იმ დღეს დაღვრილი სისხლი გამორიცხავდა ჩვენი რაიმე ფორმით რუსეთთან რაიმე გაერთიანებაში დარჩენას. იმ დღეს გადაწყდა, რომ ჩვენ მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved