შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი ევროპაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ნიშანია იმისა, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა განახლდება.
„ამერიკა დაბრუნდა“, – გაიმეორა შარლ მიშელმა, პრეზიდენტ ბაიდენის გზავნილი. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ გვყავს ძლიერი პარტნიორი, მრავალმხრივი მიდგომების ხელშესაწყობად… ეს დიდი განსხვავებაა ტრამპის ადმინისტრაციისგან“, – თქვა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები