• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამბები კულისებიდან – გაიხსენეთ, სად მზადდება „შაჰიდები“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
04:12 05-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,500

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

ამბები კულისებიდან…
————————-

ორშაბათს, 28 აპრილს, წითელი ზღვის იემენელი მეკობრეების, ე.წ. ჰუტების მიერ ნასროლმა დრონმა აიძულა ამერიკული ავიამზიდი – „ჰარი ტრუმენი“, მკვეთრი მანევრი გაეკეთებინა რაკეტის ასაცილებლად, რის დროსაც გემბანიდან ოკეანეში ჩავარდა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ავიაგამანადგურებელი.
ჰუტები, ანუ ქართულად ჰუსიტები, სამხედრო-ტერორისტული დაჯგუფებაა. ისინი რადიკალი შიიტი მუსლიმები არიან და მათი მფარველი, დამფინანსებელი და მმართველი ირანია.
მეკობრეებთან და ტერორისტებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება მათი ფინანსური წყაროების განადგურებაა. არ იქნება ფული, არ იარსებებს ტერორისტული ორგანიზაციები – ძველი ჭეშმარიტებაა. გავიხსენოთ რატომ აყაჩაღებდა ბანკებს სტალინი და რა სახსრებით ცხოვრობდა შვეიცარიაში ლენინი.
ჰუტები სულდგმულობენ ირანული ფულით. ვითომ ეკონომიკურად შეჭირვებულ ირანს კი იმდენი ფული აქვს, რომ თან საკუთარ ბირთვულ იარაღს ქმნის და თან მთელ მსოფლიოში აფინანსებს ნაირნაირ ტერორისტებს.
საიდან აქვს ირანს ფული? პასუხი ყველამ იცის: ნავთობიდან. – აბა სანქციები?-
სანქციები „მუშაობს“ ზუსტად ისე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები; ანუ ნაწილობრივ. ირანი, ისევე როგორც რუსეთი, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საშუალებით მშვენივრად ახერხებს საკუთარი ნავთობის ექსპორტს.
და ვინ დგას ამ უზარმაზარი ჩრდილოვანი ეკონომიკის ფორპოსტად მსოფლიოში?
ქვეყანა, რომელიც არ ცნობს არანაირ იურიდიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეზღუდვას, იპარავს ყველა სახის ტექნოლოგიურ მიღწევას, ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია და ფლოტი და უძლიერესი აგენტურული ქსელი მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში. თავად მიხვდებით რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
1 მაისს, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი სასტიკი სანქციებით დაემუქრა ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ირანული წარმოშობის ნავთობს და ნავთობ-პროდუქტებს ყიდულობენ. და ვინ არის ამ პროდუქტების ყველაზე მსხვილი შემსყიდველ-მომხმარებელი? – ჩინეთი.
ჩინეთი წარმოადგენს ირანისათვის და რუსეთისათვის ეკონომიკურ სასიცოცხლო წყაროს. თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული უმაგალითო ზეწოლის შედეგად, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ორი ჩინური ნავთოგადამუშავებელი ქარხანა და სამი ნავთობ-ტერმინალი ამოაგდო ამერიკული ფინანსური სისტემიდან და აუკრძალა ამერიკასთან ურთიერთობა. შესაბამისად, ნავსადგურებშივე გაჩერდნენ ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერები. ირანის ნავთობის მინისტრის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ჩინეთში ირანული ნავთობის ოფიციალური ექსპორტი 30%-ით დაეცემა. ამერიკის წინა ადმინისტრაციები ყოველთვის ერიდებოდნენ მსხვილი ჩინური იმპორტიორების დასანქცირებას, რადგან თვლიდნენ, რომ ეს გამოიწვევდა მსოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასების ზრდას. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩინეთი შეუზღუდავად ახორციელებდა მრავალმილიარდიან ბიზნესს და ჩალის ფასად ყიდულობდა რეალურად აკრძალულ, დასანქცირებულ ირანულ და რუსულ ნავთობს.
CNN-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ცდილობს ამერიკის მთავრობასთან ტარიფებისა და სხვა ეკონომიკური საკითხების შესახებ მოლაპარაკებას…
ველოდები ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ჩინეთის პრეზიდენტის ახალ, გაღიმებულ პორტრეტებს და ჩინური სპეც-სამსახურების ახალ, პრიმიტიულ ვიდეო-კლიპებს მსუქან, უგერგილო და ბრიყვ ამერიკელებზე 😁.
ვისაც ლოგიკური აზროვნება არ ეძნელება, მარტივად მიხვდება, რამდენად დიდი აბსურდია ერთდროულად იყო უკრაინის მხარდამჭერი და მეორე მხრივ ვიშვიშებდე ტრამპის სანქციებზე, რომლებიც თურმე ანგრევენ ამერიკის ეკონომიკას.
გაიხსენეთ, სად მზადდება „შაჰიდები“, რა სახსრებით, მერე რომელი ქვეყანა ყიდულობს მათ, ისიც რა სახსსრებით და მერე წარმოდგენაში გაჰყევით რომელიმე უკრაინული ქალაქის ზემოთ მდებარე ცამდე …
და როცა მიხვდებით, მერე იმაზეც დაფიქრდით, თუ ვის უსმენთ და უჯერებთ და რატომ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved